უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუშვას მიხეილ სააკაშვილის მესამე ქვეყნის საავადმყოფოში გადაყვანა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუშვას მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მესამე ქვეყნის საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება სააკაშვილის რეაბილიტაცია შიმშილობის შემდეგ. ამის შესახებ დენისოვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის სტანდარტებს,“- განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

ამასთან, ლუდმილა დენისოვამ უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართა, მხარი დაუჭირონ პოზიციას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობის შესახებ მისი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციამდე, ასევე მესამე ქვეყანაში, ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში მის გადაყვანას, რომელსაც ხანგრძლივი შიმშილობიდან გამოყვანის და სხეულის ფუნქციების აღდგენის რესურსები და გამოცდილება აქვს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს