ეკა ხერხეულიძე - სააკაშვილს წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალზე, არა იმიტომ, რომ მოხარულია ამ ლოკაციით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად გადაიყვანენ - მისი გადაწყვეტილების შესახებ ნიკა გვარამია მოგახსენებთ

სააკაშვილს წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, არა იმიტომ, რომ მოხარულია ამ ლოკაციით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად გადაიყვანენ. მისთვის მნიშვნელობა აქვს ბრძოლა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გლდანში, #18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდება თუ არა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის გადაყვანას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებას ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია გააჟღერებს, რომელიც, მისი ინფორმაციით, ამ წუთებში სააკაშვილს ხვდება.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება და არჩევანი არ ყოფილა საქართველოში, რომელიმე ჰოსპიტალში მოხვედრა. იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობით გამოხატულ პროტესტს შეუერთდა ბევრი ადამიანი, ის განიცდის ამ ადამიანების მდგომარეობას, განსაკუთრებით ელენეს მდგომარეობას და რთულად აქვს უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობა. ითვალისწინებს ამ პოზიციას და სურს, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას და ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას. არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას, მისი საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ის აგრძელებს ბრძოლას, ერთადერთ, რაც შეიძლება იყოს შემაფერხებელი, ამ ღონისძიების გასატარებლად, არის შემდეგი: მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი, ნიკა გვარამია, - მათთან ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალებს და შემდეგ ნიკა გვარამია მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. მას წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, არა იმიტომ რომ მოხარულია ამ ლოკაციით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად გადაიყვანენ. მისთვის მნიშვნელობა აქვს ბრძოლა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში. ამიტომ, ის ტექნიკური დეტალი, რომელიც ამ ეტაპზე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ წუთებში წყდება იქ და უნდა დაველოდოთ ნიკას გამოსვლას“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა