ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, მთელი დღის განმავლობაში წნევის პრობლემები ჰქონდა

მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, მთელი დღის განმავლობაში წნევის პრობლემები ჰქონდა. აღნიშნული განცხადება ნიკოლოზ ყოფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ის ექიმთა კონსილიუმის დასკვნას იზიარებს.

„რასაკვირველია, თვითონ პრეზიდენტი სუსტად არის, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა წნევის პრობლემები. ასევე, გარკვეული პრობლემები მოხდა დილას ბადრაგთან დაკავშირებით. არ მისცეს ფანჯრის გახსნის უფლება და აშ. ეს მოგვარდა, მაგრამ მაინც, რაღაც ეს სიტუაცია გრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დღეს მის ნევროლოგიურ მდგომარეობას. ამის შესახებ ექიმმა სანდრო ცისკარიძემ უკვე მოგახსენათ და ალბათ, შემდეგ დღეებში შევხედავთ როგორ იქნება საქმე. რაც შეეხება კვებას, უკვე დაიწყო კვება, ეს პროცესი ნორმალურად წავიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, არავინ იცის რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი“, - აცხადებს ყიფშიძე.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია საკმაო ხანი გაგრძელდება.

კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ მე მინდა აგიხსნათ ორი სიტყვით, მე რას ვფიქრობ. ჩემი აზრით, მკურნალობა ასეთ პირობებში, ეს იქნება გორის საავადმყოფო, ციხის საავადმყოფო და ა.შ. შეუძლებელია ასეთი ავადმყოფისთვის. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს. მე ვერ გეტყვით, რამდენი ხანი იქნება ეს - ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე ოთხი თვე - მის რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს საკმაო ხანი“, - განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო