ექიმის განცხადებით, ელენე ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები მოსალოდნელი არ არის

„ნიუ ჰოსპიტალსის“ მორიგე ექიმი - თერაპევტის ვალერიან ლობჟანიძის განცხადებით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და რაიმე სახის გართულება მოსალოდნელი არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს სამედიცინო ჩარევა უტარდება და ეტაპობრივად მოხდება კვების რაციონის გაზრდა.

„ქალბატონი ელენეს მდგომარეობა არის სტაბილური, ვიტალური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ამ ეტაპზე რაიმე სახის გართულება მოსალოდნელი არ არის. შემოსვლისას იყო მცირედი ელექტროლიტური დისბალანსი, რომელიც ამჟამად სრულად აღდგენილია. დაწყებულია სპეციალური საკვები საშუალებით ენტერალური კვება, აგრეთვე საჭიროებისამებრ ინტრავენური ინფუზიები უტარდება სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად. იღებს დანიშნულ საშუალებებს, რომლის მიღებაც გუშინ დაიწყო. ეტაპობრივად მოხდება კვების რაციონის გაზრდა “, - განაცხადა ექიმმა.

ინფორმაციისთვის, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს