ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე კანადის ახლად დანიშნულ თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში კანადის ახლად დანიშნულ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ფილიპ საუვეს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გენერალმა კანადელ სტუმარს ახალ თანამდებობაზე დანიშვნდა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სამხედრო სფეროში საქართველოსა და კანადის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით კანადელ დიპლომატს თანამშრომლობის პროცესში ჩართულობა სთხოვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობის მიმართულებებს, განსაკუთრებით სამხედრო წვრთნებისა და განათლების კუთხით.

,,ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ამჟამად ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებას Maple Arch 2021, რომელიც კანადური მხარის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ტარდება.

გენერალმა კანადის თავდაცვის ატაშეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ნატო-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმები გააცნო და აღნიშნა, რომ ნატოს მეტ ჩართულობას, მათ შორის სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა