ადვოკატი - ბოლო დღეებია დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება, მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ, თუ ამას დაუყოვნებლივ არ დაესმება წერტილი, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობას შეწყვეტს

ყველას კარგად გვესმის, რომ ივანიშვილის დიქტატის ქვეშ მოქმედი სასამართლო მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, გამომდინარე აქედან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის აქტიურობას და პროტესტს, რომლის ფონზეც ხელისუფლებას მოუწევს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილის სურვილია, რომ 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მივიდეს და ქართველ ხალხს მიმართოს.

"29 ნოემბერს არის სასამართლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მართლმსაჯულება წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის უპირობო შემსრულებელს, სააკაშვილის დიდი სურვილია, რომ სასამართლო პროცესზე მივიდეს და მიმართოს ქართველ ხალხს, ამის შესაძლებლობა მას უპირობოდ უნდა მიეცეს. ამავდროულად, ყველას კარგად გვესმის, რომ ივანიშვილის დიქტატის ქვეშ მოქმედი სასამართლო მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, გამომდინარე აქედან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ქართველი ხალხის აქტიურობას და პროტესტს, რომლის ფონზეც ხელისუფლებას მოუწევს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და შურისძიება. ქართველი ხალხის პროტესტი არის საფუძველი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატის განმარტებით, მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ დეპუტატებს მისი მონახულების საშუალება არ ეძლევათ და თუ აღნიშნულს წერტილი არ დაესმება, სააკაშვილი ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს.

„ბოლო დღეების მანძილზე დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება, რომ სააკაშვილს შეხვდნენ, ეს არის იზოლაციის და ხელის შეშლის პროცესი ხელისუფლების მხრიდან, რასაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. სააკაშვილს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და თუ ამას დაუყოვნებლივ არ დაესმება წერტილი, გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს, მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა დანიშნულებით მანამდე, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს