გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საფრანგეთს მოუწოდებს, უკან მიიღოს მიგრანტები, რომლებიც ლა-მანშის სრუტის გავლით ბრიტანეთში ჩავიდნენ.
ბორის ჯონსონის აქვეყნებს წერილს, რომელიც მან საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გაუგზავნა და ხუთი საჭირო ნაბიჯის სწრაფად გადადგმისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ ქმედებების მიზანია, მომავალში აღარ განმეორდეს ტრაგედია, რომელსაც, რამდენიმე დღის წინ, 27 მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჯონსონმა მაკრონს შესთავაზა ერთობლივი პატრულირება, რათა საფრანგეთის სანაპიროებიდან მიგრანტების ნავების გადაადგილება აღკვეთონ, ასევე, გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა სენსორები და რადარები, ჯონსონის შეთავაზება ასევე ითვალისწინებს ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო პატრულირების და საჰაერო მეთვალყურეობის განხორციელებას, ქვეყნებს შორის დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და მიგრანტების დაბრუნების შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებას.
„საფრანგეთთან შეთანხმებას მიგრანტების უკან დაბრუნების შესახებ, რომლებიც გადაკვეთენ არხს ამ სახიფათო მარშრუტის გავლით, ექნება მყისიერი და მნიშვნელოვანი გავლენა“, - აცხადებს ბორის ჯონსონი.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ, პრიტი პატელასა და მის ფრანგ კოლეგას, ჟერალდ დარმანენს შორის უახლოეს დღეებში შეხვედრა გაიმართება, სადაც მინისტრები მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, 24 ნოემბერს ლა-მანშის სრუტის გადაცურვის მცდელობისას 27 მიგრანტი დაიღუპა. მათ შორის იყო ორსული და სამი ბავშვი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"