პროკურორების განცხადებით, ნიკა გვარამია 7 ნოემბრის მოვლენებისას გენპროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის საქმეს უნდა ჩამოსცილდეს

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორები ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას აცილებას მოითხოვენ. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლო პროცესზე გააჟღერა.

როგორც წიკლაური განმარტავს, „აცილების შუამდგომლობა ემყარება შემდეგ საფუძველს- ხსენებულ საქმეზე, რომელიც ეხებოდა 7 ნოემბრის მოვლენებს, ნიკა გვარამია ამ საქმეებში პროკურორის სტატუსით იყო ჩართული“.

„ჩართული იყო იმაში, რომ კონტრდაზვერვის წარმომადგენლები გაიგზავნა ტელეკომპანია „იმედში“. 7 ნოემბრის ღამეს, როცა დარბევა ხდებოდა, გვარამია და იმჟამინდელი გენპროკურორის მოადგილე ლაცაბიძეც იმყოფებოდნენ „მოდულში“, საიდანაც ნიკა გვარამიამ და პროკურატურის ხელმძღვანელებმა გასცეს მითითება და გამომძიებლები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედში“ შევიდნენ და გამოაძევეს ჟურნალისტები“, - განაცხადა წიკლაურმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გვარამიამ განაცხადა, რომ პროკურორი “აზრზე არ იყო, რას ლაპარაკობდა“.

„აზრზე არ ხარ, რას ლაპარაკობ, ყოფილი პროკურორი შენ ხარ“, - განაცხადა გვარამიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურორმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას ამ საქმეში ჩართვა დაუშვებელია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს