მიხეილ სააკაშვილი - მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს, თავის ეზოში, თავის სოფელში პუტინისგან მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტი შექმნას - იმისთვის რომ დაგეხმაროთ, არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე დახურულ სივრცეს

იმისთვის რომ დაგეხმაროთ, არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს. თქვენ იცით რა ენერგია და შესაძლებლობა მაქვს იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მისივე თქმით, ის საქართველოში ჩამოვიდა იმიტომ, რომ დინების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„მე ჩამოვედი აქ იმ დროს, როცა ნახევარი მილიონი ადამიანი გარბის საქართველოდან. მე მინდა გითხრათ, რომ წამოვედი დინების საწინააღმდეგოდ. ზვიად გამსახურდია ამბობდა, რომ დინებას ყოველთვის მკვდარი თევზები მიყვებიანო, მე არ მინდა ვიყო მკვდარი თევზი, ჩვენ არავინ არ უნდა ვიყოთ მკვდარი თევზი. ამიტომ მოქმედება!

მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს თავის ეზოში, თავის სოფელში, შექმნას თავისი საკუთარი, პუტინისგან მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტი. იმისთვის რომ დაგეხმაროთ, არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს. იმიტომ, რომ თქვენ იცით რა ენერგია და შესაძლებლობა მაქვს იმისთვის რომ დაგეხმაროთ. მინდა შეგახსენოთ როგორ ითქვა, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღვძარითო იმიტომ, რომ პოლიტიკაში იყო მიხეილ სააკაშვილი ჩართულიო. მინდა შეგახსენოთ რა პოლიტიკაში ჩავერთე, როცა ამათ აღმიძრეს სისხლის სამართლის საქმეები. მე არ ვიყავი ქართულ პოლიტიკაში, დავინიშნე ოდესის ოლქის გუბერნატორად უკრაინაში, ყელში ვყავდი პუტინს გაჩხერილი. შემთხვევით პუტინმა ხომ არ გიკარნახათ რომ პოლიტიკაში ვარ ჩართული და ამის გამო უნდა აღძრულიყო საქმე?! ოდესის ოლქში გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეში აღმიძრეს სისხლის სამართლის საქმეები, მეტი რაღა დადასტურება გინდათ?! გამოდის ღარიბაშვილი, იძახის, რომ იმიტომ აღვუძერით, პოლიტიკაში იყოო. დიახ, პოლიტიკაში ვიყავი, უკრაინულ პოლიტიკაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, იმ ადგილზე, სადაც პუტინს ეს არ სიამოვნებდა. საქართველოს ყიდიან, გაყიდეს, მიაყიდეს რუსეთს და მისი უკან გამოთხოვა იმ ხალხის აუცილებელი ვალდებულება, რომელსაც ბანკის კრედიტი აქვს და ყოველი მე-5, მე-6 ამას ვერ იხდის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა