ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „მწვანე პასპორტის“ შესახებ დამატებით რეკომენდაციებზე მუშაობენ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო „მწვანე პასპორტის“ შესახებ დამატებით რეკომენდაციებზე მუშაობს და მას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე წარადგენს.

ამასთან, მინისტრის თქმით, ორნაირი „მწვანე პასპორტის“ შემოღება, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერებაზე დაყრდნობით არ შეუძლია კითხვებზე პასუხების გაცემა.

„იცით რომ ჩართული ვართ საერთაშორისო ქსელში და საზღვარგარეთ ვალიდური იქნება „მწვანე პასპორტის“ მხოლოდ ის ნაწილი, რითაც ევროკავშირთან ხელშეკრულება გვაქვს დადებული. რაც შეეხება დამატებით რეკომენდაციებს, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კიდევ მუშაობს, რის შემდეგაც მომდევნო უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგენთ დამატებით რეკომენდაციებს, რაც გაცილებით უფრო მეტად გონივრულად მიგვაჩნია ინფექციის მაქსიმალური კონტროლისთვის. პასპორტების მსგავსი ტიპით შემოღება, რა თქმა უნდა, არის გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული, ვინაიდან, ჩვენ მეცნიერებაზე დაყრდნობით არ შეგვიძლია ამაზე პასუხის გაცემა და ჯანდაცვა ზოგადად არის მეცნიერებაზე დაყრდნობითი გადაწყვეტილებები, ჩვენ კიდევ ვამუშავებთ დამატებით რეკომენდაციებს, რომლებსაც საბჭოს კიდევ ერთხელ წარვუდგენთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო