პაატა მანჯგალაძე - ახლა მოქმედების დროა - „სტრატეგია აღმაშენებელმა", ასევე სხვა ჯგუფებმაც წარმოადგინეს სამოქმედო გეგმა, ველოდები, რომ სამუშაო ფორმატში მოხდეს ამ გეგმების ადაპტაცია

ახლა არის მოქმედების დრო - „სტრატეგია აღმაშენებელმა", ასევე სხვა ჯგუფებმაც წარმოადგინეს სამოქმედო გეგმა, ველოდები, რომ სამუშაო ფორმატში მოხდეს ამ გეგმების ადაპტაცია და იყოს საერთო გეგმა,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე, რომელიც გუშინ საზოგადოებამ სასამართლოსთან იხილა, ავტოკრატიული რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი, ამიტომ დროა, რომ საერთო გეგმით შეიცვალოს არსებული ვითარება.

"ძალადობა დამახასიათებელია ავტოკრატიული ქვეყნებისთვის და განსაკუთრებით სამიზნე ჯგუფი არის თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელი მედიის წარმომადგენლები. ეს არის ავტოკრატიისთვის პირდაპირ დამახასიათებელი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად ანგარიშსწორება ხდება თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელ მედიაზე. ეს არ არის ევროპული გზა, ეს არის რუსეთის და ბელარუსის გზა, მაგრამ ხალხი დაიღალა ჩვენგან ამ გაუთავებელი კომენტარებით, ახლა არის მოქმედებების დრო და ველოდები სამოქმედო გეგმას, რომ ყველამ ერთად შევცვალოთ ის მძიმე რეალობა, რომელიც გვაქვს. "სტრატეგია აღმაშენებელმა" წარმოადგინა 7 -პუნქტიანი გეგმა, სხვა ჯგუფებმაც წარმოადგინეს გეგმები, ველოდები, რომ სამუშაო ფორმატში მოხდეს ამ გეგმების ადაპტაცია და იყოს საერთო გეგმა,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს