ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოს  სხდომაზე 72-საათიანი „პსრ“ ტესტის დროის შემცირების საკითხზე იმსჯელეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე 72 საათიანი „პსრ“ ტესტის დროის შემცირების საკითხზე იყო მსჯელობა.

„დღეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა და მათ შორის პასპორტზე. იმუნიზაციის საბჭოს წევრების უმრავლესობას გამოუთქვამს აზრი და ასევე, დავადებათა კონტროლის ცენტრს. მოგეხსენებათ, პასპორტში 4 ინდიკატორი შედის: ერთია აცრების მაჩვენებელი, ვირუსის გადატანის მონაცემები, შემდეგ არის 72 სთ-იანი პსრ ტესტი და 24 სთ-იანი სწრაფი ანტიგენ ტესტი. დღეს პასპორტთან მიმართებით რამდენიმე საკითხზე იყო მსჯელობა. „ომიკრონთან“ დაკავშირებით მსოფლიოში ახალი რეალობა იქმნება. რამდენიმე ქვეყანამ 72 სთ-იანი პსრ ტესტი დაწია 48სთ-ზე. აშშ-მ დღეს გამოაცხადა 24 სთ-იანი, ეს განსაკუთრებით ეხება იმ მგზავრებს, რომლებიც თვითმფრინავით ჩადიან აშშ-ში. ამაზე იყო მსჯელობა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, სამეცნიერო ჯგუფს ამის თაობაზე მოსაზრებები სთხოვეს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, სამეცნიერო ჯგუფი და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამის თაობაზე იმსჯელებს.

„მეორე საკითხი იყო, დაავადების რამდენთვიანი გადატანა ჩაითვალოს ვალიდურად. სხვადასხვა ქვეყნებში არის 9 თვიანი, 1 წლიანი და 6 თვიანი. უვადო არსად არის. ქვეყნების უმრავლესობაში არის 6 თვიანი. „ომიკრონთან“ მიმართებით სასურველია ვირუსის 6 თვიანი გადატანა ჩაითვალოს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო