ქვემო ქართლს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს

ქვემო ქართლის რეგიონში ახალი გუბერნატორი დაინიშნა. ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტი, შოთა რეხვიაშვილის ნაცვლად, გიორგი დოხტურიშვილმა დაიკავა, რომელიც 2021 წლის აგვისტოდან მისი მოადგილე იყო.

გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა მუნიციპალიტეტების მერებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა.

როგორც ბარნაბიშვილმა განაცხადა, გიორგი დოხტურიშვილს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რაც შეეხება შოთა რეხვიაშვილს, ის რჩება გუნდში და უახლოეს დღეებში დაიკავებს სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას.

„გიორგი დოხტურიშვილი არ არის ახალი სახე ქვემო ქართლის რეგიონისთვის, იგი 2021 წლის აგვისტოდან მუშაობს გუბერნატორის მოადგილედ, აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის. ათ წელზე მეტი მუშაობდა როგორც საკრებულოს, ასევე მერიის სტრუქტურებში სხვადასხვა მენჯერულ თანამდებობებზე და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ თავი გაართვას იმ გამოწვევებს, რომლებიც დგას ქვემო ქართლის რეგიონში“, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მან შოთა რეხვიაშვილს გუბერნატორის პოსტზე სამწლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის რჩება გუნდში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი თუ რა თანამდებობას დაიკავებს დღევანდელი მთავრობის შემადგენლობაში.

„შოთა რეხვიაშვილის უშუალო მონაწილეობით არაერთი პროექტი განხორციელდა და მოსახლეობის არაერთი პრობლემა გადაწყდა. ის არის ჩვენი გუნდის ერთგული წევრი და გააგრძელებს საქმიანობას შესაბამის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ჩვენი მთავრობის შემადგენლობაში. კონკრეტულად სად, ამას უახლოეს დღეებში გაიგებთ“, - განაცხადა ბარნაბიშვილმა.

თავის მხრივ, შოთა რეხვიაშვილმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს სამწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

„განსაკუთრებული მადლობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს - სამთავრობო გუნდს, საერთაშორისო პარტნიორებს, სამოქალაქო და კერძო სექტორს, რომელთა უდიდესი მხარდაჭერის საფუძველზე, მხარეში მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მჯერა, რომ რეგიონის განვითარება ჩვენი გუნდის ახალი წევრების საქმიანობის პერიოდში, კვლავ, აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ახალი გუბერნატორის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, ქვემო ქართლი მისი მშობლიური რეგიონია და იცის ყველა იმ გამოწვევის შესახებ რაც ადგილზეა.

,,მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას გამოცხადებული ნდობისთვის, დაკისრებული მაღალი პასუხისმგებლობისთვის. ჩვენ გვაქვს სამოქმედოდ გეგმა, რომელიც დააინიცირა პრემიერმა და წარმოადგინა საქართველოს მთავრობამ. რა თქმა უნდა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად განვითარების ამ გეგმას მივყვებით, ძალიან ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი, მათ შორის საკანონმდებლო, რომელიც რეგიონს სჭირდება“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ქვემო ქართლს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს

ქვემო ქართლის რეგიონში ახალი გუბერნატორი დაინიშნა. ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტი, შოთა რეხვიაშვილის ნაცვლად, გიორგი დოხტურიშვილმა დაიკავა, რომელიც 2021 წლის აგვისტოდან მისი მოადგილე იყო.

გიორგი დოხტურიშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა მუნიციპალიტეტების მერებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა.

როგორც ბარნაბიშვილმა განაცხადა, გიორგი დოხტურიშვილს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რაც შეეხება შოთა რეხვიაშვილს, ის რჩება გუნდში და უახლოეს დღეებში დაიკავებს სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას.

„გიორგი დოხტურიშვილი არ არის ახალი სახე ქვემო ქართლის რეგიონისთვის, იგი 2021 წლის აგვისტოდან მუშაობს გუბერნატორის მოადგილედ, აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის. ათ წელზე მეტი მუშაობდა როგორც საკრებულოს, ასევე მერიის სტრუქტურებში სხვადასხვა მენჯერულ თანამდებობებზე და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ თავი გაართვას იმ გამოწვევებს, რომლებიც დგას ქვემო ქართლის რეგიონში“, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მან შოთა რეხვიაშვილს გუბერნატორის პოსტზე სამწლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის რჩება გუნდში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი თუ რა თანამდებობას დაიკავებს დღევანდელი მთავრობის შემადგენლობაში.

„შოთა რეხვიაშვილის უშუალო მონაწილეობით არაერთი პროექტი განხორციელდა და მოსახლეობის არაერთი პრობლემა გადაწყდა. ის არის ჩვენი გუნდის ერთგული წევრი და გააგრძელებს საქმიანობას შესაბამის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ჩვენი მთავრობის შემადგენლობაში. კონკრეტულად სად, ამას უახლოეს დღეებში გაიგებთ“, - განაცხადა ბარნაბიშვილმა.

თავის მხრივ, შოთა რეხვიაშვილმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს სამწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

„განსაკუთრებული მადლობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს - სამთავრობო გუნდს, საერთაშორისო პარტნიორებს, სამოქალაქო და კერძო სექტორს, რომელთა უდიდესი მხარდაჭერის საფუძველზე, მხარეში მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მჯერა, რომ რეგიონის განვითარება ჩვენი გუნდის ახალი წევრების საქმიანობის პერიოდში, კვლავ, აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ახალი გუბერნატორის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, ქვემო ქართლი მისი მშობლიური რეგიონია და იცის ყველა იმ გამოწვევის შესახებ რაც ადგილზეა.

,,მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას გამოცხადებული ნდობისთვის, დაკისრებული მაღალი პასუხისმგებლობისთვის. ჩვენ გვაქვს სამოქმედოდ გეგმა, რომელიც დააინიცირა პრემიერმა და წარმოადგინა საქართველოს მთავრობამ. რა თქმა უნდა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად განვითარების ამ გეგმას მივყვებით, ძალიან ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი, მათ შორის საკანონმდებლო, რომელიც რეგიონს სჭირდება“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის