ვახტანგ მეგრელიშვილი დაინტერესდა, რატომ ვერ ვითარდება საჯარო სკოლები განათლების სამინისტროს შემუშავებული რეგულაციებით

თქვენ ხართ მთავარი სკოლის დირექტორი და ყველა დანარჩენი სკოლის დირექტორი თქვენი ფილიალი სკოლის მოადგილეა. იდეაში ალბათ თქვენ ხართ რექტორთ რექტორიც, - ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მეგრელიშვილი დაინტერესდა, რატომ ვერ ვითარდება საჯარო სკოლები განათლების სამინისტროს შემუშავებული რეგულაციებით და შედეგს რას ელოდება მინისტრი ბაღების რეგულაციის ამოქმედების შემდეგ.

„თქვენ რომ გისმენდით, დამიდასტურდა ის შეფასება, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი განათლების სამინისტროზე, რომ, თქვენ ხართ მთავარი სკოლის დირექტორი და ყველა დანარჩენი სკოლის დირექტორი თქვენი ფილიალი სკოლის მოადგილეა. იდეაში ალბათ თქვენ ხართ რექტორთ რექტორიც, იმიტომ რომ უნდა იცოდეთ როდის განთავსდება ადრონული კოლაიდერი რომელიღაც ერთ-ერთი ქვეყნის უნივერსიტეტში და ა.შ. ანუ თქვენ ამენეჯმენტებთ ამ სისტემას. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ეს მგონია. ახლა პარლამენტში შემოვიდა „ბაღების რეგულირების შესახებ“ კანონპროექტი, თქვენ წლებია არეგულირებთ სკოლებს უმკაცრესად, თქვენ არეგულირებთ უმაღლეს სასწავლებლებს და თქვენმა კოლეგებმა თქვენივე გუნდიდან მოგახსენეს ის შედეგები, რაც ამ რეგულაციებს მოჰყვა. დაწყებული იქიდან, როგორია ჩვენი ბავშვების შედეგები, დამთავრებული ჩვენი პედაგოგების შედეგებით. ობიექტური შეფასებებით, ყველგან პრობლემებია. მაინტერესებს თქვენი ზუსტი პასუხი ბაღებთან მიმართებაში, რას ელოდებით? თქვენმა ბაღების რეგულაციამ რა უნდა გამოასწოროს? მიზნად რას ისახავთ? ანალოგიურად, იქნებ პარალელი გამივლოთ რატომ არ მოქმედებს თქვენი რეგულაციები საჯარო სკოლებში, ანუ რატომ არ ვითარდება და უმჯობესდება თქვენი რეგულაციებით საჯარო სკოლები? და თუ დრო დაგრჩებათ, ისაუბრეთ უნივერსიტეტებზე“, - მიმართა მინისტრს მეგრელიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს