სააკაშვილის საქმის მოსამართლე - ბრალდების და დაცვის მხარეს მოგიწოდებთ, შეეცადოთ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს - დაიცავით პროცესზე ქცევის წესები და პატივი ეცით ერთმანეთს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროცესზე მხარეებს სიმშვიდისა და კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის მითითება პროცესზე წესრიგის დასაცავად, არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი.

„მინდა ერთი განცხადება გავაკეთო - მოგმართოთ ორივე მხარეს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს და მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად შეეცადოთ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს. იყავით მაქსიმალურად კორექტულები, დაიცავით პროცესზე ქცევის წესები და პატივი ეცით ერთმანეთს. იცით თქვენ, რომ პოლემიკას, განცხადების გაკეთებასა თუ რეპლიკას აქვს თავისი დადგენილი წესი და ყოველგვარი ამ წესის დარღვევა იწვევს პროცესზე წესრიგის დარღვევას. ისიც იცით, რომ წესრიგის დაცვის მიზნით, მოსამართლის მითითებები არის სავალდებულო, სხვა შემთხვევაში და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მე შემიძლია, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები გამოვიყენო და ნუ გამხდით იძულებულს, რომ ეს ზომები გამოვიყენო.

ხედავთ, რომ სასამართლო მაქსიმალურად მობილიზებული და მოტივირებულია იმისთვის, რომ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს, თუმცა, ამაში ხელი უნდა შემიწყოთ მხარეებმაც. გასაგებია, რომ სასამართლო პროცესი არის კონსტრუქტების მართვის პროცესი, მაგრამ ეს უნდა იყოს იმგვარად, რომ არ იყოს ზღვარი დარღვეული, გამიჭირდეს მოწოდების გარეშე თქვენი დაწყნარება და იძულებული გავხდე რაღაც საპროცესო ზომები გამოვიყენო. ამისთვის მე მონდომებული და მოწოდებული არ ვარ,“- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც მხარეებს შორის მცირე კამათი მოყვა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სააკაშვილის საქმის მოსამართლე - ბრალდების და დაცვის მხარეს მოგიწოდებთ, შეეცადოთ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს - დაიცავით პროცესზე ქცევის წესები და პატივი ეცით ერთმანეთს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროცესზე მხარეებს სიმშვიდისა და კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის მითითება პროცესზე წესრიგის დასაცავად, არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი.

„მინდა ერთი განცხადება გავაკეთო - მოგმართოთ ორივე მხარეს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს და მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად შეეცადოთ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს. იყავით მაქსიმალურად კორექტულები, დაიცავით პროცესზე ქცევის წესები და პატივი ეცით ერთმანეთს. იცით თქვენ, რომ პოლემიკას, განცხადების გაკეთებასა თუ რეპლიკას აქვს თავისი დადგენილი წესი და ყოველგვარი ამ წესის დარღვევა იწვევს პროცესზე წესრიგის დარღვევას. ისიც იცით, რომ წესრიგის დაცვის მიზნით, მოსამართლის მითითებები არის სავალდებულო, სხვა შემთხვევაში და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მე შემიძლია, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები გამოვიყენო და ნუ გამხდით იძულებულს, რომ ეს ზომები გამოვიყენო.

ხედავთ, რომ სასამართლო მაქსიმალურად მობილიზებული და მოტივირებულია იმისთვის, რომ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს, თუმცა, ამაში ხელი უნდა შემიწყოთ მხარეებმაც. გასაგებია, რომ სასამართლო პროცესი არის კონსტრუქტების მართვის პროცესი, მაგრამ ეს უნდა იყოს იმგვარად, რომ არ იყოს ზღვარი დარღვეული, გამიჭირდეს მოწოდების გარეშე თქვენი დაწყნარება და იძულებული გავხდე რაღაც საპროცესო ზომები გამოვიყენო. ამისთვის მე მონდომებული და მოწოდებული არ ვარ,“- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც მხარეებს შორის მცირე კამათი მოყვა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია