„თიბისი” Z „ელექტრონავტი XIl“-ის მეგობარია

ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების მეთორმეტე ცერემონიალს „ელექტრონავტი XIl“ ფონდი ელექტრონავტი თბილისის მერიასთან ერთად დეკემბერში გამართავს. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაჯილდოების მეგობარია „თიბისი“ Z.

როგორც „თიბისიში“ აღნიშნავენ, ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური განსაზღვრავს.

„ჟიურიმ 9 ნომინაციაში, 200-ზე მეტი არტისტის ნამუშევარი განიხილა.

წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

მუსიკალური ვიდეო / Best Video

ლეიბლი / Best Label

ალბომი / Best Album

დიჯეი / Best DJ

ლაივ სთრიმი / Best Live stream

ტრეკი / Best Track

მედია / Best Media

Z არტისტი / Z Artist

ელექტრონავტი XII / Electronaut XII

თიბისი Z-ის მისია ახალგაზრდა თაობის უპირობო მხარდაჭერა და მათი ინტერესების შესაბამისად განვითარებაში ხელშეწყობაა. წლევანდელი წლის განსაკუთრებულ კატეგორიაში “Z არტისტი” თიბისი Z, ფულადი პრიზით, 3000 ლარით დააჯილდოვებს 25 წლამდე ასაკის, გამორჩეულ მუსიკოსს.

საჯარო ხმის მიცემა 9 დეკემბრამდე არის შესაძლებელი ინტერნეტ გვერდზე www.electronauts.ge.

საბოლოო ნომინანტების სია 10 დეკემბერს გახდება ცნობილი. არსებული ნომინანტები შეირჩევიან საჯარო ხმის მიცემისა და ჟიურის გადაწყვეტილების მიხედვით. გამარჯვებული ნომინანტები კი, გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიალზე, “ქართული ფილმის” დარბაზში, შეზღუდული დასწრების პირობებში, 11 დეკემბერს. დაჯილდოების ცერემონიალი ფონდის მედია მხარდამჭერის - სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავა.

საკონცერტო ნაწილში სრულიად ახალი და ნაცნობი კომპოზიციებით წარდგებიან: TAMADA, BAD HABITZ, ELLARGE , MECHANICAL RAINBOW, 4D MONSTER LOBSTERS, TOKE“,-აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა