დავით ზალკალიანი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს მიხაელ ლინჰარტს შეხვდა.

უწყების ცნობითვე, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ავსტრიას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ურთიერთობები, რომლის გამოხატულება იყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში, რამაც ახალი ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ამ მხრივ, განსაკუთრებით გაესვა ხაზი ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, შესაბამისი ბიზნეს დელეგაციების გაცვლის და კონტაქტების დამყარების ხელშეწყობის მხრივ, ასევე აღინიშნა საქართველოში უკვე არსებული ავსტრიული კომპანიების და ავსტრიული ინვესტიციების მნიშვნელობა.

დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ავსტრიის განვითარების ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს