„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით DataFest Tbilisi 2021 გაიმართება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 7-11 დეკემბერს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi 2021 გაიმართება.

როგორც „საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, უკვე მეხუთედ, ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით მონაცემებზე მომუშავე ასობით პროფესიონალს გააერთიანებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად.

ფესტივალი ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და სტუმრებს დასწრება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად შეეძლებათ. ტრადიციული 3 დღის ნაცვლად, წელს ღონისძიება 5 დღეს გაგრძელდება.

მათივე ცნობით, DataFest Tbilisi 2021 ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოპებსა და დატატონებს გააერთიანებს, თემებზე, როგორიცაა: ბიზნესი და სტარტაპები, მონაცემთა მეცნიერება და AI, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა. ფესტივალის ყოველი დღე თითოეულ თემას სრულად დაეთმობა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიება ისეთ გამორჩეულ სპიკერებსა და ტრენერებს უმასპინძლებს, როგორებიც არიან: ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ჟურნალისტი - შანა ჯონსი, Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კონტრაქტორი - შოთა ელკანიშვილი, საქართველოს ბანკის წამყვანი მონაცემთა მეცნიერი - ნიკოლოზ მამისაშვილი, ნეიროინფორმატიკის ინსტიტუტის მკვლევარი - არსლან გაბდულხაკოვი და მრავალი სხვა.

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟულ მონაცემთა ფესტივალს. DataFest Tbilisi 2021 არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა მონაცემებით დაინტერესებული ადამიანებისათვის, გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები, დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები და მოისმინონ საინტერესო და ინსპირაციული გამოსვლები. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიება 5 დღეს გაგრძელდება და დამსწრეები სიღრმისეულ ინფორმაციას მიიღებენ ფესტივალის 5 მთავარ თემაზე. „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება და ახალი შესაძლებლობების პოვნა“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგატიშვილმა.

ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. რეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სტუმრები შეძლებენ ფესტივალზე დასწრებას ფიზიკურ სივრცეში. დანარჩენი მონაწილეები კი ფესტივალს ონლაინ შეუერთდებიან. ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/DataFest

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, DataFest Tbilisi 2021 მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ForSet-ის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორები არიან: „საქართველოს ბანკი“, „გრანთ თორნთონი“, ევროკავშირი საქართველოსთვის და Eastern Partnership Civil Society Facility. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია NEXT.On.ge. სხვა მედია პარტნიორები: Forbes Woman Georgia, Marketer.ge, Entrepreneur Georgia.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს