ალექსანდრე დარახველიძემ UN Women - გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესახებ.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა სექსუალური ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ განსახორციელებელი რეაგირების სტანდარტებზე, პოლიციაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და გამოწვევებზე.

„მან ასევე ხაზი გაუსვა, მართლმსაჯულების განხორციელებისას, სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკური ბუნების გათავისების აუცილებლობას და ასეთი კატეგორიის საქმეებზე მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენების მნიშვნელობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სექსუალურ ძალადობაზე სათანადო სამართალწარმოების განხორციელება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ, სამინისტროში უკვე გადაიდგა ხელშესახები ნაბიჯები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელს სექსუალური ძალადობის ეფექტიანი გამოძიების წარმოების თაობაზე განხორციელებული გამომძიებელთა სპეციალიზაცია, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულის 232 პოლიციელს სპეციალიზებული გამომძიებლის სტატუსი მიენიჭა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო წელსაც უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან გლობალურ კამპანიას და კიდევ ერთხელ გმობს მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას, რაც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ქალების სრული თანასწორუფლებიანობის მიღწევის პროცესში. აღნიშნული შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში