საბა ბუაძე - ოპოზიცია საკრებულოში თანამდებობებისთვის არ მოდის, ჩვენ თბილისის საკრებულოს გადავაქცევთ იმ ადგილად, სადაც თბილისელების პრობლემები გაჟღერდება

ოპოზიცია საკრებულოში არ მოდის თანამდებობებისთვის. ნებისმიერი თანამდებობის მიუხედავად, ჩვენ თბილისის საკრებულოს გადავაქცევთ იმ ადგილად, სადაც თბილისელების პრობლემები გაჟღერდება და სადაც თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე იქნება მუშაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრმა "ლელოდან" საბა ბუაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილება, თანამდებობების ოპოზიციისთვის არ დათმობასთან დაკავშირებით, არის ცუდი პოლიტიკური კულტურის გამოხატულება.

"ეს არანაირად არ აისახება ოპოზიციის დღის წესრიგზე. ცხადია, ვაპირებთ ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილების გზა გადის როგორც პარლამენტზე, ისე ქუჩის პროტესტზე და ისე საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე. ამ ყველაფრის ერთობლიობით უნდა დავუახლოვდეთ ხელისუფლების ცვლილებას, საკრებულოში მიმდინარე პროცესებიც იქნება აქტიური და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი. რასაკვირველია, ოპოზიციის უფრო ფართო წარმომადგენლობა, მათ შორის საკრებულოს თანამდებობებზე იქნებოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ძალაუფლება მომდინარეობს საზოგადოებრივი მხარდაჭერიდან, კონკრეტული თანამდებობა საკრებულოში კი არცერთ შემთხვევაში არ განაპირობებს არაფერს და არ ცვლის ჩვენს გეგმებს", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს