გიორგი მენაბდის ადვოკატი - ვიდრე სასამართლო განაჩენს არ გამოაცხადებს, მენაბდის შეწყალების საკითხზე საუბარი აზრს კარგავს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის ადვოკატის, დავით დადიანის განცხადებით, ვიდრე სასამართლო განაჩენს არ გამოაცხადებს, მენაბდის შეწყალების საკითხზე საუბარი აზრს კარგავს.

დადიანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მოკლულის მამამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

„ეს კაცი თავს დამნაშავედ არ ცნობს და როგორ ვთქვათ, რომ დამნაშავეა? პრეზიდენტმა ძებნილები შეიწყალა და არც უკითხავს, მაგრამ შეიწყალა, ეს მისი დისკრეციული უფლებაა. სასამართლოს დასრულებამდე მსგავსი ინიციატივის განხილვას აზრი არ აქვს, რადგან ადამიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ეტაპზე შეწყალებაზე საუბარი აზრს კარგავს.

ზაზა სარალიძის დამოკიდებულება ამ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია, დაუშვათ, დავუჯერე და ვაღიარე დანაშაული შეწყალებისთვის, მაგრამ არ შეიწყალეს, მერე რა ვქნა, 12 წელი უნდა იჯდეს ციხეში? ზაზა სარალიძის პოზიცია გასაგებია, მაგრამ არსებობს საჯარო ინტერესი, მხოლოდ ზაზა სარალიძის განცხადებით არ წყდება. თუ პრეზიდენტი შეწყალებას გადაწყვეტს, განაჩენი უნდა იყოს დამდგარი, რომ შეიწყალოს, იქნება მართალია და მართალი კაცის შეწყალება არ გამიგია. თუ გამტყუნდება, მერე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა დადიანმა.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების ინიციატივით მიმართა.

"ტვ პირველის" ეთერში სარალიძემ აღნიშნა, რომ თავისი შვილის მკვლელებს დანაშაულს პატიობს.

დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე მიმდინარე წლის 15 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

გიორგი მენაბდის ადვოკატი - ვიდრე სასამართლო განაჩენს არ გამოაცხადებს, მენაბდის შეწყალების საკითხზე საუბარი აზრს კარგავს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის ადვოკატის, დავით დადიანის განცხადებით, ვიდრე სასამართლო განაჩენს არ გამოაცხადებს, მენაბდის შეწყალების საკითხზე საუბარი აზრს კარგავს.

დადიანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მოკლულის მამამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

„ეს კაცი თავს დამნაშავედ არ ცნობს და როგორ ვთქვათ, რომ დამნაშავეა? პრეზიდენტმა ძებნილები შეიწყალა და არც უკითხავს, მაგრამ შეიწყალა, ეს მისი დისკრეციული უფლებაა. სასამართლოს დასრულებამდე მსგავსი ინიციატივის განხილვას აზრი არ აქვს, რადგან ადამიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ეტაპზე შეწყალებაზე საუბარი აზრს კარგავს.

ზაზა სარალიძის დამოკიდებულება ამ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია, დაუშვათ, დავუჯერე და ვაღიარე დანაშაული შეწყალებისთვის, მაგრამ არ შეიწყალეს, მერე რა ვქნა, 12 წელი უნდა იჯდეს ციხეში? ზაზა სარალიძის პოზიცია გასაგებია, მაგრამ არსებობს საჯარო ინტერესი, მხოლოდ ზაზა სარალიძის განცხადებით არ წყდება. თუ პრეზიდენტი შეწყალებას გადაწყვეტს, განაჩენი უნდა იყოს დამდგარი, რომ შეიწყალოს, იქნება მართალია და მართალი კაცის შეწყალება არ გამიგია. თუ გამტყუნდება, მერე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა დადიანმა.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების ინიციატივით მიმართა.

"ტვ პირველის" ეთერში სარალიძემ აღნიშნა, რომ თავისი შვილის მკვლელებს დანაშაულს პატიობს.

დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე მიმდინარე წლის 15 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის