დევი ტაბიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში „ომიკრონი“ გავრცელდება „შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის“

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, დევი ტაბიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში „ომიკრონი“ გავრცელდება „შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის“.

დევი ტებიძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი 3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. ამასთან, დასძენს, რომ „ომიკრონს“ „სერიოზული კლინიკური დასაწყისი აქვს“, რაც მაღალ ტემპერატურასა და ძლიერ დაღლილობაში გამოიხატება.

„ახლა გვექნება შტორმი. ძალიან სწრაფად გადაგვივლის. ეს არის სწრაფად გავრცელებადი ვირუსი. ჯერ ერთადერთი სასიხარულო არის ის, რომ ამ ყველაფერს გარდაცვალება არ მოჰყოლია. ჯერ არ არის დაფიქსირებული ასეთი ფაქტი. „ომიკრონი“ 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩვენთან „ომიკრონი“ არ არის დაფიქსირებული, მაგრამ, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. მთავარია, რომ მის იდენტიფიცირებას ალბათ, „პისიარ“ ტესტი მოახერხებს. სწრაფ ტესტებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის.

მთავარია, რომ „ომიკრონს“ ახასიათებს ძალიან სერიოზული კლინიკური დასაწყისი. დაღლილობის ძლიერი სინდრომით და აგრესიული, მაღალი ტემპერატურით იწყება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შტამი ძალიან ძლიერია თავისი ბუნებით", - განაცხადა დევი ტაბიძემ.

მისივე თქმით, ყველაზე ცუდი იქნება, თუ "დელტასა" და "ომიკრონის" თანხვედრა იქნება.

„დელტა“ ვირუსით ინფიცირებულს, თუ განმეორებით „ომიკრონი“ დაემატება, ეს დაამძიმებს პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას. ეს არის ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია“, - განაცხადა ტაბიძემ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, როგორც დევი ტაბიძე განმარტავს, ვაქცინაცია მუშაობს, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ ვაქცინირებული ადამინების გარდაცვალების პროცენტი ძალიან დაბალია და "თითქმის არ არის".

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს