ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია - ბოლო 9 წლის განმავლობაში, აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტი 5-ჯერ გაიზარდა

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) ინფორმაციით, აშშ-ში 2012 წლის შემდეგ, ქართული ღვინის იმპორტი 5-ჯერ გაიზარდა. https://www.facebook.com/wineecon/photos/a.209757432384404/5315692325124197/

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ამერიკის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, თუ 2012 წლის პირველ სამ კვარტალში (იანვარ-სექტემბერი) საქართველოდან აშშ-ში იმპორტირებული იყო 627 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, 2021 წლის იმავე, იანვარ-სექტემბრის პერიოდში, იმპორტირებულია 3,268 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 5-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს. საშუალო წლიური ზრდის ტემპი 17,95%-ს შეადგენს.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს ცნობით, „ღვინის ეკონომისტების ამერიკული ასოციაცია“ (AAWE) პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა. მათივე განმარტებით, ასოციაციამ მიმდინარე წლის მარტში გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9.4%-ით შემცირდა, თუმცა, იმპორტის შემცირების პირობებში, საქართველო წინსვლასა და იმპორტის ზრდას აგრძელებს. 2020 წელს, აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21.4%-ით გაიზარდა და 3,93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება, რის შედეგადაც, ქართული ღვინის ცნობადობა და შესაბამისად, ექსპორტი სტაბილურად მზარდია.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია - ბოლო 9 წლის განმავლობაში, აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტი 5-ჯერ გაიზარდა

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) ინფორმაციით, აშშ-ში 2012 წლის შემდეგ, ქართული ღვინის იმპორტი 5-ჯერ გაიზარდა. https://www.facebook.com/wineecon/photos/a.209757432384404/5315692325124197/

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ამერიკის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, თუ 2012 წლის პირველ სამ კვარტალში (იანვარ-სექტემბერი) საქართველოდან აშშ-ში იმპორტირებული იყო 627 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, 2021 წლის იმავე, იანვარ-სექტემბრის პერიოდში, იმპორტირებულია 3,268 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 5-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს. საშუალო წლიური ზრდის ტემპი 17,95%-ს შეადგენს.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს ცნობით, „ღვინის ეკონომისტების ამერიკული ასოციაცია“ (AAWE) პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა. მათივე განმარტებით, ასოციაციამ მიმდინარე წლის მარტში გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9.4%-ით შემცირდა, თუმცა, იმპორტის შემცირების პირობებში, საქართველო წინსვლასა და იმპორტის ზრდას აგრძელებს. 2020 წელს, აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21.4%-ით გაიზარდა და 3,93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება, რის შედეგადაც, ქართული ღვინის ცნობადობა და შესაბამისად, ექსპორტი სტაბილურად მზარდია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა