განათლების სამინისტრო მოსწავლეებს ბეჭდურ სახელმძღვანელოებთან ერთად ელექტრონულ სახელმძღვანელოებსაც შესთავაზებს

განათლების და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებს ბეჭდურ სახელმძღვანელოებთან ერთად ელექტრონულ სახელმძღვანელოებსაც შესთავაზებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ განაცხადა, ელექტრონული სახელმძღვანელოების სტანდარტზე მუშაობა უკვე დაიწყო და ის ყველა საგანს შეეხება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაციფრულება მოხდეს და კიდევ უფრო გამრავალფეროვნება. ერთია გრიფირებული სახელმძღვანელო, რაც იბეჭდება, თუმცა, მეორე მხრივ, სამომავლო პერსპექტივაში ვფიქრობთ, რომ თუ მთლიანი სახელმძღვანელო არ იქნება, გარკვეული თემები მაინც გაციფრულდეს. ეს სწავლის პროცესს უფრო ინტერაქციულს გახდის. მაგალითად, დავალებების და აქტივობების ნაწილი გაციფრულდება, ჩაერთვება ვიდეოლინკები. ამით გამდიდრებულ რესურსს შევთავაზებთ მოსწავლეებს. როგორც გითხარით, ეს ყველა საგანში იგეგმება, მაგრამ შეიძლება არ იყოს ყველა სახელმძღვანელო თავიდან ბოლომდე გაციფრულებული. სტანდარტში მსხვილი თემების მიხედვით არის სახელმძღვანელოები დაყოფილი და შესაძლებელია, თითო თემაზე თითო ელექტრონული რესურსი გაკეთდეს. ამაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ არ ვჩქარობთ, რადგან გვინდა, ხარისხიანი იყოს. სტანდარტიც უნდა შემუშავდეს, თუ როგორ უნდა შეფასდეს ეს რესურსი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს“, - განაცხადა ჩიქობავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ელექტრონული სახელმძღვანელოების შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო უცხოურ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აქტიურად მუშაობს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაზე – ბოლო ორი თვის განმავლობაში შემუშავდა სახელმძღვანელოების შეფასების განახლებული კრიტერიუმები და დაიწყო მუშაობა ელექტრონული სახელმძღვანელოების კონცეფციაზე.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს