სამხედრო ვერტმფრენმა, Mi-17V5-მა, რომლის ბორტზეც ინდოეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი ბიპინ რავათი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა, - ინფორმაციას Reuters-ი ინდოეთის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ტამილნადუს პროვინციაში მოხდა. გენერლის ბედი ჯერჯერობით უცნობია.
„კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიების ჩატარების განკარგულება გაცემულია,“ - აღნიშნულია ინდოეთის საჰაერო ძალების განცხადებაში.
ბიპინ რავათი ინდოეთის თავდაცვის შტაბის უფროსად პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ 2019 წლის ბოლოს დანიშნა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"