გიგი უგულავა - ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტი სამართლიანი არ არის, ეს არის გონიერი აქტი - იმის გამო, რომ ეს ქვეყანას სჭირდება, ოპოზიციის ნაწილი დარტყმას ვიღებთ

ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტი აბსოლუტურად სამართლიანი არ არის, ეს არის გონიერი აქტი - იმის გამო, რომ ეს ქვეყანას სჭირდება, ოპოზიციის ნაწილი დარტყმას ვიღებთ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, უგულავა განმარტავს, ვის უნდა შეეხოს ფართომასშტაბიანი ამნისტია. მისი თქმით, ამ აქტმა სამი პოლიტიკური ეპოქა უნდა მოიცვას 2000-დან 2021 წლამდე.

„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ხდება, რომ დავიწყოთ რეალური ფიქრი შეთანხმებაზე (პრინციპულად არ ვიყენებ სიტყვა შერიგებას), რასაც ფართომასშტაბიანი ამნისტია ჰქვია. ეს არ არის კონკრეტული პირებისთვის გამოსავალი. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ვსაუბრობთ ამ ქვეყანაში თამაშის წესების შეცვლაზე. ვერ შევთანხმდებით წარსულის შეფასებაზე. „ქართულ ოცნებას“ მეორე მხარის სინანული ესმის ისე, რომ მისი პოზიცია უნდა გაიზიარო, შენ თუ არ გადახვედი ვოლსკის აზრზე და მათ შეფასებები არ გაიმეორე, მათი გაგებით „მონანული“ არ ხარ. სინანული და შერიგება ორი ისეთი სიტყვაა, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ.

უნდა ვისაუბროთ არა წარსულის შეფასებებზე და იქ მოვძებნოთ საერთო, (იქ ვერ ვიპოვით - ისტორიის სახელმძღვანელოებზე გადავიდა დავა), არამედ უნდა გვესმოდეს, რომ მომავლისთვის შევთანხმდეთ, რათა სახელმწიფო წარსულის მძევალი არ იყოს. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ ისიც, რომ ამნისტიის აქტი სამართლიანია არაა. სრულიად საყოველთაო ამნისტიას არ ვგულისხმობთ. მაგალითად, ფულის გათეთრების მსგავსი მუხლი ვერ შევა, ასევე წამების მუხლები, რაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ამაზე ისედაც არ ვსაუბრობთ, ლაპარაკია ძირითადად იმ ტიპის საქმეებზე, რომელსაც ნებისმიერი ხელისუფლება პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის იყენებს“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, თუ ამნისტია განხორციელდება, მომდევნო ხელისუფლებას აღარ ექნება ცდუნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „თავები დააჭრას“, რითაც სასამართლო რეფორმის ჩატარების სივრცე შეიქმნება.

„სინამდვილეში ამნისტია პრაგმატულად ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ქვეყანას სჭირდება ოპოზიციის ნაწილი ვიღებთ დარტყმას. ოპოზიციის ამომრჩევლის დიდი ნაწილი ამბობს - რატომ უნდა ვაპატიო კალაძეს, ივანიშვილს და ა.შ. იქითა მხარეც ამას იძახის. ხვალ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ორი რეალობა იქნება - ხელისუფლებამ, ვინც მოვა, უნდა "დაიბუქსიროს" ეს კლანი, რომელიც მივა მასთან და თავის სერვისს შესთავაზებს - მიიღოს ეს სერვისი და ამათ "თავები დააჭრას", მაგრამ ეს პროცესი ისევ პოლარიზაციისკენ მიგვიყვანს. მეორე ალტერნატივაა, რომ ვაკეთებთ ამნისტიას და მომდევნო ხელისუფლებას აღარ ექნება ცდუნება, "თავი დააჭრას" წინა ხელისუფლებას. ამით შეიქმნება სივრცე, რომ სასამართლო რეფორმა ჩავატაროთ.

ეს არ არის აბსოლუტურად სამართლიანი აქტი, ეს არის გონიერი აქტი ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სამართლიანი ქმედება ვერ იქნება, რადგან არ არსებობს თავისუფალი სასამართლო“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

გიგი უგულავა - ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტი სამართლიანი არ არის, ეს არის გონიერი აქტი - იმის გამო, რომ ეს ქვეყანას სჭირდება, ოპოზიციის ნაწილი დარტყმას ვიღებთ

ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტი აბსოლუტურად სამართლიანი არ არის, ეს არის გონიერი აქტი - იმის გამო, რომ ეს ქვეყანას სჭირდება, ოპოზიციის ნაწილი დარტყმას ვიღებთ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, უგულავა განმარტავს, ვის უნდა შეეხოს ფართომასშტაბიანი ამნისტია. მისი თქმით, ამ აქტმა სამი პოლიტიკური ეპოქა უნდა მოიცვას 2000-დან 2021 წლამდე.

„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ხდება, რომ დავიწყოთ რეალური ფიქრი შეთანხმებაზე (პრინციპულად არ ვიყენებ სიტყვა შერიგებას), რასაც ფართომასშტაბიანი ამნისტია ჰქვია. ეს არ არის კონკრეტული პირებისთვის გამოსავალი. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ვსაუბრობთ ამ ქვეყანაში თამაშის წესების შეცვლაზე. ვერ შევთანხმდებით წარსულის შეფასებაზე. „ქართულ ოცნებას“ მეორე მხარის სინანული ესმის ისე, რომ მისი პოზიცია უნდა გაიზიარო, შენ თუ არ გადახვედი ვოლსკის აზრზე და მათ შეფასებები არ გაიმეორე, მათი გაგებით „მონანული“ არ ხარ. სინანული და შერიგება ორი ისეთი სიტყვაა, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ.

უნდა ვისაუბროთ არა წარსულის შეფასებებზე და იქ მოვძებნოთ საერთო, (იქ ვერ ვიპოვით - ისტორიის სახელმძღვანელოებზე გადავიდა დავა), არამედ უნდა გვესმოდეს, რომ მომავლისთვის შევთანხმდეთ, რათა სახელმწიფო წარსულის მძევალი არ იყოს. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ ისიც, რომ ამნისტიის აქტი სამართლიანია არაა. სრულიად საყოველთაო ამნისტიას არ ვგულისხმობთ. მაგალითად, ფულის გათეთრების მსგავსი მუხლი ვერ შევა, ასევე წამების მუხლები, რაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ამაზე ისედაც არ ვსაუბრობთ, ლაპარაკია ძირითადად იმ ტიპის საქმეებზე, რომელსაც ნებისმიერი ხელისუფლება პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის იყენებს“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, თუ ამნისტია განხორციელდება, მომდევნო ხელისუფლებას აღარ ექნება ცდუნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „თავები დააჭრას“, რითაც სასამართლო რეფორმის ჩატარების სივრცე შეიქმნება.

„სინამდვილეში ამნისტია პრაგმატულად ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ქვეყანას სჭირდება ოპოზიციის ნაწილი ვიღებთ დარტყმას. ოპოზიციის ამომრჩევლის დიდი ნაწილი ამბობს - რატომ უნდა ვაპატიო კალაძეს, ივანიშვილს და ა.შ. იქითა მხარეც ამას იძახის. ხვალ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ორი რეალობა იქნება - ხელისუფლებამ, ვინც მოვა, უნდა "დაიბუქსიროს" ეს კლანი, რომელიც მივა მასთან და თავის სერვისს შესთავაზებს - მიიღოს ეს სერვისი და ამათ "თავები დააჭრას", მაგრამ ეს პროცესი ისევ პოლარიზაციისკენ მიგვიყვანს. მეორე ალტერნატივაა, რომ ვაკეთებთ ამნისტიას და მომდევნო ხელისუფლებას აღარ ექნება ცდუნება, "თავი დააჭრას" წინა ხელისუფლებას. ამით შეიქმნება სივრცე, რომ სასამართლო რეფორმა ჩავატაროთ.

ეს არ არის აბსოლუტურად სამართლიანი აქტი, ეს არის გონიერი აქტი ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სამართლიანი ქმედება ვერ იქნება, რადგან არ არსებობს თავისუფალი სასამართლო“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის