ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2021 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომაშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2021 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომაშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა.

როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განმარტა, წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ, რაც სათანადოდ გამოძიებული არ არის.

„2021 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომაშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა. წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. 21 მარტს, ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელდა ყოფილი სამართალდამცავის აღიარებითი ინტერვიუ, რომელიც საუბრობდა პოლიტიკოსების, მათ შორის ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში განხორციელებული უკანონო მიყურადების თაობაზე. მოგვიანებით ანა დოლიძემ დაადასტურა ყოფილი სამართალდამცავის მიერ ინტერვიუში მითითებული ფაქტობრივი მოცემულობის სიზუსტე. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში.

ფარული მიყურადების ამსახველი მასალების აქამდე უპრეცედენტო გაჟონვას ჰქონდა ადგილი მიმდინარე წლის 13 სექტემბერს. მედია-საშუალებებს მიეწოდათ სავარაუდოდ უკანონოდ მოპოვებული ათასობით ფაილი, ძირითადად სასულიერო პირების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ოქმების სახით და მათი ანალიზი. მასალები. დოკუმენტები ასევე შეიცავდა აღნიშნული პირების მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ შინაარსობრივ ინფორმაციას. საგულისხმოა ისიც, რომ არაერთმა პირმა დაადასტურა გავრცელებულ მასალებში ასახული კომუნიკაციის ნამდვილობაც.

გავრცელებული ფაილების უპრეცედენტო მოცულობისა და არაერთი პირის მხრიდან მისი დადასტურების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის შეფასებით აშკარაა, რომ აღნიშნული მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული თვალთვალის შედეგადაა მიღებული. სამწუხაროდ ამ ტიპის უკონტროლო მიყურადების საფუძველს ქმნის მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც უსაფრთხოების ორგანოებს აძლევს მობილური ოპერატორების სერვერებზე უკონტროლო, პირდაპირი მიერთების შესაძლებლობას, რაც აიოლებს უკანონო მიყურადების შესაძლებლობას და ამცირებს მისი გამოვლენის რისკებს. ეს კანონმდებლობა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც საქმის არსებითი განხილვა დაასრულა 2018 წელს, მაგრამ გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღია.

საქართველოს პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტზე მალევე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. სამწუხაროდ სახალხო დამცველის აპარატს არ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. სახალხო დამცველის მოთხოვნას პროკურატურამ უარით უპასუხა.

საყურადღებოა, რომ ამ დრომდე საქართველოს პარლამენტს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფდა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების პარლამენტში დაბარებას. ასევე პარლამენტის მხრიდან შესაძლებელია განხილულიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობაც“,-განაცხადა ლომჯარიამ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2021 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომაშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2021 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომაშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა.

როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განმარტა, წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ, რაც სათანადოდ გამოძიებული არ არის.

„2021 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომაშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა. წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. 21 მარტს, ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელდა ყოფილი სამართალდამცავის აღიარებითი ინტერვიუ, რომელიც საუბრობდა პოლიტიკოსების, მათ შორის ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში განხორციელებული უკანონო მიყურადების თაობაზე. მოგვიანებით ანა დოლიძემ დაადასტურა ყოფილი სამართალდამცავის მიერ ინტერვიუში მითითებული ფაქტობრივი მოცემულობის სიზუსტე. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში.

ფარული მიყურადების ამსახველი მასალების აქამდე უპრეცედენტო გაჟონვას ჰქონდა ადგილი მიმდინარე წლის 13 სექტემბერს. მედია-საშუალებებს მიეწოდათ სავარაუდოდ უკანონოდ მოპოვებული ათასობით ფაილი, ძირითადად სასულიერო პირების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ოქმების სახით და მათი ანალიზი. მასალები. დოკუმენტები ასევე შეიცავდა აღნიშნული პირების მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ შინაარსობრივ ინფორმაციას. საგულისხმოა ისიც, რომ არაერთმა პირმა დაადასტურა გავრცელებულ მასალებში ასახული კომუნიკაციის ნამდვილობაც.

გავრცელებული ფაილების უპრეცედენტო მოცულობისა და არაერთი პირის მხრიდან მისი დადასტურების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის შეფასებით აშკარაა, რომ აღნიშნული მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული თვალთვალის შედეგადაა მიღებული. სამწუხაროდ ამ ტიპის უკონტროლო მიყურადების საფუძველს ქმნის მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც უსაფრთხოების ორგანოებს აძლევს მობილური ოპერატორების სერვერებზე უკონტროლო, პირდაპირი მიერთების შესაძლებლობას, რაც აიოლებს უკანონო მიყურადების შესაძლებლობას და ამცირებს მისი გამოვლენის რისკებს. ეს კანონმდებლობა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც საქმის არსებითი განხილვა დაასრულა 2018 წელს, მაგრამ გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღია.

საქართველოს პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტზე მალევე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. სამწუხაროდ სახალხო დამცველის აპარატს არ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. სახალხო დამცველის მოთხოვნას პროკურატურამ უარით უპასუხა.

საყურადღებოა, რომ ამ დრომდე საქართველოს პარლამენტს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფდა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების პარლამენტში დაბარებას. ასევე პარლამენტის მხრიდან შესაძლებელია განხილულიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობაც“,-განაცხადა ლომჯარიამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის