კელი დეგნანი - ძალიან სასარგებლო იქნება თუ ერიკა ოლსონსა და დედაქალაქის მერს ექნებათ საუბრის საშუალება შემდეგ ჯერზე, როდესაც ის ჩამოვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს არ ჰქონდა შანსი შეხვედროდა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მისი თბილისში ვიზიტისას და მსგავსი შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გაჩნდეს ოლსონის შემდეგ ვიზიტზე.

ამის შესახებ დიპლომატმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ერიკა ოლსონის მისამართით კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

„როგორც ვიცი, მერმა კალაძემ განმარტა თავისი განცხადება. როდესაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი იმყოფებოდა საქართველოში კავკასიის რეგიონში მისი პირველი ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე შეხვდა პოლიტიკური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მაგრამ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა თბილისის მერ კახა კალაძეს და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც ის ჩამოვა თბილისში, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ორგანიზება გავუწიოთ მერთან შეხვედრას, რათა მათ ჰქონდეთ საუბრის საშუალება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. საელჩოს აკეთებს ბევრ საქმეს დედაქალაქის მერიასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი პარტნიორები ვართ და ძალიან სასარგებლო იქნება თუ ერიკა ოლსონსა და დედაქალაქის მერს ექნებათ საუბრის საშუალება შემდეგ ჯერზე, როდესაც ის ჩამოვა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ინფორმაციისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ერიკა ოლსონთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული თავდაპირველი განცხადება დღეს განმარტა. "ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის ნაწილში, რომ არ ვიცოდი", - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. ამ კომენტართან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას თბილისის მერმა ასე უპასუხა : "რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?“.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა