ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკრაინიდან ჟურნალისტებსა და ბლოგერებს მასპინძლობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მაღალრეიტინგული უკრაინული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრეს-ტური გამართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტელეკომპანია „უკრაინის“, სხვადასხვა ონლაინ გამოცემებისა და სოციალური ქსელების 8 ჟურნალისტსა და ბლოგერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული შეხვდა.

მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს თბილისი და მცხეთა. 8-დღიანი ტურის განმავლობაში უკრაინელი ჟურნალისტები ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას დაათვალიერებენ. დაათვალიერებენ ქუთაისსა და წყალტუბოს, ეწვევიან ვანის მუზეუმს, მესტიასა და უშგულს.

მედიის წარმომადგენლები ვიდეო სიუჟეტებს, სტატიებს, ფოტო რეპორტაჟებსა და ბლოგებს საქართველოს სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, კულინარიისა და ღვინის შესახებ მოამზადებენ, რომელსაც უკრაინაში მილიონობით მაყურებელი და მკითხველი გაეცნობა.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს უკრაინის წამყვანი ონლაინ, ბეჭდური და ტელემედიის წარმომადგენლებს. ჟურნალისტებსა და ბლოგერებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, ტურისტულ ადგილებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიური მზადება მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და უკრაინული მედიის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ეწვიონ ზამთრის კურორტებს და გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალი“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.

„მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც დღე-ნახევარია საქართველოში ვიმყოფები ძალიან მაგარი შთაბეჭდილება მივიღე. ჩვენ დავათვალიერეთ თბილისი, ვგეგმავთ სხვადასხვა კურორტების მონახულებას, ვიმოგზაურებთ მთებში, დავაგემოვნებთ ქართულ კერძებს, რომელიც თქვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, თქვენ ასევე გაქვთ შესანიშნავი სამთო კურორტები და მე ამ ყველაფრის შესახებ ჩემს მკითხველს მოვუყვები. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა უკრაინელი ტურისტებისთვის და სოციალურ ქსელში ყველა ჩემს გამომწერს მოვუწოდებ საქართველოში იმოგზაურონ“,- აცხადებს უკრაინელი ბლოგერი იულია ბერკუტა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება