დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედს იხსენიებს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, წმინდანი პართიაში, ქრისტეშობიდან 257 წელს, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი ცხოვრება მრავალ სასწაულთან არის დაკავშირებული, მის ლოცვასა და შემწეობას უამრავი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"