„თიბისისთან“ პარტნიორობით Forbes Georgia-ს  პროექტი 30 UNDER 30  დაიწყო

Forbes-ის 30 წლამდელთა სია 2021 დაიწყო. განაცხადის შევსება ახალგაზრდა ლიდერებს დღეიდან შეუძლიათ.

„თიბისის“ ინფორმაციით, უკვე მეოთხე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან.

მათივე ცნობით, პროექტის მთავარი პარტნიორი „თიბისია“.

„30 UNDER 30-ის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს – ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და გამოწვევებით სავსე პერიოდში ბიზნესი წამოიწყო, ზოგს დაავადებასთან ბრძოლაში შეაქვს წვლილი, ზოგიც თავისი იდეით ხვალის მოთხოვნებს დღეს პასუხობს. თუმცა, ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია – ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი, კულტურა და სტილი, ფორბსის რჩეული“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„Forbes Georgia-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. ეს აღიარება და 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. „ფორბსის“ და BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ“, – განაცხადა Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ.

„თიბისი“ დაარსებიდან დღემდე, უკვე სამი ათწლეულია ახალგაზრდა ლიდერების მხარდამჭერია. ეს პროექტი პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობას და მათ გაძლიერებას ეხება. ისინი ქმნიან საქართველოს მომავალს და მათი მხარდაჭერა ჩემი, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი კომპანიის ლიდერის, უპირველესი ამოცანაა. მჯერა, რომ „ფორბსის“ აღიარება მოტივაციას გაუზრდის, გზას გაუხსნის და მეტ შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს“, – განაცხადა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

დეტალური ინფორმაციისთვის, ასევე პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს - https://under30.ge/

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

„თიბისისთან“ პარტნიორობით Forbes Georgia-ს  პროექტი 30 UNDER 30  დაიწყო

Forbes-ის 30 წლამდელთა სია 2021 დაიწყო. განაცხადის შევსება ახალგაზრდა ლიდერებს დღეიდან შეუძლიათ.

„თიბისის“ ინფორმაციით, უკვე მეოთხე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან.

მათივე ცნობით, პროექტის მთავარი პარტნიორი „თიბისია“.

„30 UNDER 30-ის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს – ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და გამოწვევებით სავსე პერიოდში ბიზნესი წამოიწყო, ზოგს დაავადებასთან ბრძოლაში შეაქვს წვლილი, ზოგიც თავისი იდეით ხვალის მოთხოვნებს დღეს პასუხობს. თუმცა, ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია – ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი, კულტურა და სტილი, ფორბსის რჩეული“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„Forbes Georgia-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. ეს აღიარება და 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. „ფორბსის“ და BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ“, – განაცხადა Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ.

„თიბისი“ დაარსებიდან დღემდე, უკვე სამი ათწლეულია ახალგაზრდა ლიდერების მხარდამჭერია. ეს პროექტი პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობას და მათ გაძლიერებას ეხება. ისინი ქმნიან საქართველოს მომავალს და მათი მხარდაჭერა ჩემი, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი კომპანიის ლიდერის, უპირველესი ამოცანაა. მჯერა, რომ „ფორბსის“ აღიარება მოტივაციას გაუზრდის, გზას გაუხსნის და მეტ შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს“, – განაცხადა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

დეტალური ინფორმაციისთვის, ასევე პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს - https://under30.ge/

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის