ეკატერინე ტიკარაძე გადადგომაზე - კომენტარი უკვე გავაკეთე, მგონი საკმარისი იყო, არ არის საჭირო ვეძებოთ რაღაც ინტრიგა, რომელიც არ არსებობს

გავაკეთე უკვე კომენტარი, მგონი საკმარისი იყო, არ არის საჭირო, რომ ვეძებოთ რაღაც ინტრიგა, რომელიც არ არსებობს, - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების კითხავს, რატომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.

ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მის შემცვლელს პრემიერი დაასახელებს.

"ეს არის პრემიერის პრეროგატივა, რომ დაასახელოს და აირჩიოს მომდევნო მთავრობის წევრი", - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეხება იმას, თუ რატომ არ დაესწრო ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის დღევანდელ სხდომას და იყო თუ არა ეს მისი მხრიდან პროტესტი, ტიკარაძე ამბობს, რომ არანაირი პროტესტი არ ყოფილა და ამის საფუძველი არ არსებობს.

„პროტესტი არის დესტრუქცია. ზოგადად, მოვუწოდებ საზოგადოებას არ მიმართონ არანაირ პროტესტის ფორმას და ამას, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ისედაც არ დავუშვებ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს წლის ბოლოს დატოვებს.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს