შალვა პაპუაშვილი - აქციები დესტრუქციული დღის წესრიგია, რომელსაც „ნაცმოძრაობა" მისდევს - იმედია, საახალწლოდ მაინც აცდიან საზოგადოებას, რომ ეს დღეები ადამიანმა საკუთარ ოჯახში გაატაროს

აქციები არის დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" მისდევს დიდი ხანია, იმედია, საახალწლოდ მაინც აცდიან საზოგადოებას, რომ ეს დღეები გაატაროს ადამიანმა საკუთარ ოჯახში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადებაც ადასტურებს, რომ შერიგებაზე მათი საუბარი ფარისევლობა იყო.

"ის, რომ შერიგებაზე და დიალოგზე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საუბარი ფარისევლობა იყო, დადასტურდა გუშინ სააკაშვილის განცხადებითაც, ჩვენ ვნახეთ ტონი, მიმართვა, რომ იქით აქვს საპატიებელი "ქართულ ოცნებას". ერთადერთი რაც ამ ყველაფრის უკან დგას, "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ეძებენ გზას, როგორმე გამოვიდეს სააკაშვილი სასჯელღასრულების დაწესებულებიდან. ასე რომ, შერიგებაზე საუბარი არის ფარისევლობა, "ნაციონალურ მოძრაობას" კონფლიქტი არ აქვს "ქართულ ოცნებასთან", მათ კონფლიქტი აქვთ ქართველ ხალხთან. ეს წერილი აჩვენებს ოპოზიციის და სააკაშვილის დესტრუქციულობას. დეპოლარიზაციის ყველაზე მარტივი გზა არის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აღიაროს ხალხის ნება ანუ არჩევნები და სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ კანონის ნება. რაც შეეხება აქციებს, ეს არის დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" მისდევს დიდი ხანია, იმედია საახალწლოდ მაინც საზოგადოებას აცდიან, რომ ეს დღეები გაატაროს ადამიანმა საკუთარ ოჯახში და სხვა განწყობაზე, ვიდრე იმაში ფიქრში, თუ როგორი დღის წესრიგი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს როგორ არ უნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოლიგარქისგან არ უნდა ელოდონ მოწყალებას და "ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან". სააკაშვილის თქმით, მარტო სატელევიზიო და facebook კომენტარებით მიზანს ვერ მიაღწევენ და თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა