„რუსთავი2“- ის საქმის პროკურორი - დაცვის მხარემ სრულიად დაუსაბუთებელი შუამდგომლობა მოიტანა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით

ზაზა გველესიანი რას საქმიანობს, რა როლი აქვს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ში, ამასთან დაკავშირებით სასამართლოში ინფორმაცია არ გაჟღერებულა. რაიმე სახის ნაცნობობა, მეგობრობა „რუსთავი2“-ის თანამშრომლებთან აცილების საფუძველი არ არის, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, დღეს ადვოკატებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილების შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მოითხოვეს.

„დღეს, დაცვის მხარეს თავისი მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა. მოწმეები უნდა მოეყვანათ, რომლებიც მათივე შეფასებით, წესით, ბრალდებულების უდანაშაულობას დაადასტურებდნენ, ან ვერ დაადასტურებდნენ. ნაცვლად ამისა, დაცვის მხარემ სრულიად დაუსაბუთებელი შუამდგომლობა მოიტანა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, აცილების მთელი მათი საფუძველი იყო ის, რომ მოსამართლე არის ნაცნობი, მეგობარი, ადამიანის, რომელიც არანაირ შემხებლობაში არ არის აღნიშნული სისხლის სამართლის საქმესთან. ეს პირი მონაწილეობას იღებდა, ესწრებოდა ჩხრეკას, რომელიც დაცვის მხარემ არასადავო გახადა. დაცვის მხარე აპელირებდა, თითქოს, გამოძიება ზაზა გველესიანის მიერ სხვადასხვა მტკიცებულებების შეგროვებით დაიწყო, რაც სრულიად აბსურდია, ტყუილია. გამოძიება ნინო ნიჟარაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ნინო ნიჟარაძის განცხადება დაედო საფუძვლად გამოძიების დაწყებას, რამდენიმე დღეში წარმოადგინა პაატა სალიამ განცხადება, რომელიც უკვე დაწყებულ გამოძიებას დაერთო.

„სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია იურიდიული პირი -„რუსთავი2“, მის წარმომადგენლად ცნობილია პაატა მეხრიშვილი, რომელიც დაიკითხა, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი. სამაუწყებლო კომპანია შპს „რუსთავი2“-ის დირექტორი პაატა სალია გახლავთ, რომელიც დავკითხეთ, მანაც დაადასტურა, რომ „რუსთავი2“-ს ზიანი მიადგა ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის ქმედებების შედეგად. ზაზა გველესიანი რას საქმიანობს, რა როლი აქვს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ში, ამასთან დაკავშირებით სასამართლოში ინფორმაცია არ გაჟღერებულა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაიმე სახის ნაცნობობა, მეგობრობა „რუსთავი2“-ის თანამშრომლებთან ეს აცილების საფუძველი არ არის.

ეს არ არის ჩვეულებრივი შემთხვევა, რომ ვიღაცის ქმედების შედეგად ფიზიკურ პირს მიადგა ზიანი და დაზარალებული რომელიმე ფიზიკური პირი არის. ეს არის ფინანსური დანაშაული, რომლის შედეგადაც იურიდიულ პირს მიადგა ზიანი, აქ არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე კონკრეტულ პირს, ვინ იქნება დირექტორი, ვინ იქნება თანამშრომელი, ნებისმიერი დირექტორი მოქმედებს კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გუბელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა