ურსულა ფონ დერ ლაიენი - დღეს დავიწყეთ ახალი, მეტად ამბიციური ფაზა ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობაში, ახალი დღის წესრიგი, რომელიც დაგვეხმარება ერთობლივი სამუშაოს შესრულებაში გაჯანსაღებისა და რეფორმირების მიმართულებით

დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი, მეტად ამბიციური ფაზა ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობაში, ახალი დღის წესრიგი, რომელიც დაგვეხმარება ერთობლივი სამუშაოს შესრულებაში გაჯანსაღებისა და რეფორმირების მიმართულებით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში განხილულ იქნა არსებული გამოწვევები, მათ შორის უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის საკითხი და პოლიტიკური ვითარება ბელორუსში.

„მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ მოგვეცა ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებთან ფიზიკური შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა, რადგან არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ამას საჭიროებდა. ჩვენ განვიხილავდით არსებულ გამოწვევებს, მაგრამ ასევე ჩვენი პარტნიორობის მომავალს. ოთახში ნამდვილად იყო ცარიელი სკამი და ვიმედოვნებ, რომ ეს სკამი სულ მალე შეივსება ლეგიტიმური დემოკრატიულად არჩეული ბელორუსელი ლიდერის მიერ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბელორუსული რეჟიმი ახდენს საკუთარი მოსახლეობის რეპრესირებას, ის იყენებს მიგრანტებს და აყენებს მათ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ, პარალელურად აწარმოებს ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროკავშირის წინააღმდეგ. თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ თავდასხმებს დაუყოვნებლივ და მძლავრად ვუპასუხეთ და კავშირმა გამოიყენა სანქციები, რომელიც იყო კოორდინირებული ჩვენს პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასა და გაერთიანებულ სამეფოსთან. ასევე, მოვამზადეთ შავი სია, რომელშიც შევიდნენ სატრანსპორტო კომპანიები, რომლებიც ჩართულები იყვნენ მიგრანტების კონტრაბანდით. ჩვენ გავზრდეთ ფინანსური დახმარება ლიეტუვასთვის, ლატვიასა და პოლონეთისთვის სასაზღვრო მენეჯმენტისთვის, ასევე ვმუშაობთ გაეროს სააგენტოებთან იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც ჩარჩენილები არიან საზღვართან და დავუკავშირდით წარმოშობისა და ტრანზიტის ქვეყნებს, როგორიც არის მაგალითად ერაყი, რომ შეწყვიტოს კონტრაბანდა.

კარგი იყო 27 წევრ ქვეყანასა და 5 აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანას შორის კონსესუსის დანახვა. ჩვენ ერთპიროვნულად დავგმეთ ლუკაშენკოს ქმედებები და აღვნიშნეთ, რომ ვდგავართ ბელარუსელი ხალხის გვერდით.

მეორე საკითხი იყო რუსეთის მზარდი სამხედრო წარმომადგენლობა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მოახდინოს დეესკალაცია და თავი შეიკავოს მომავალი ნებისმიერი აგრესიული ქმედებისგან. კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა მისი სუსვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ნამდვილად არ უნდა იყოს არანაირი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი იმოქმედებს მტკიცედ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე,“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სამიტზე განიხილეს თანამშრომლობა და კონკრეტულად ერთიანი ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ.

„ევროკავშირმა თავის აღმოსავლეთ პარტნიორებს გაუზიარა 13 მილიონი დოზა ვაქცინა და კიდევ მეტი იქნება. ევროსაბჭომ ახლახან მოაწერა ხელი 35 მილიონი ევროს ოდენობის შეთანხმებას ხელი პოლონეთის განვითარების ბანკთან, ის საშუალებას მისცემს ევროპის გუნდს, როგორც მთლიანობას, რათა მიაწოდოს ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორებს. ჩვენ, ასევე, მზად ვართ, მივაწოდოთ ვაქცინები ბელორუსის მოსახლეობას, ჩვენ ვეძებთ გზებს ვაქცინების ბელარუსელი ხალხისთვის მისაწოდებლად, რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ კოვიდის პარალელურად, ჩვენ პარტნიორებს მხარდაჭერას ვუცხადებთ სხვა გამოწვევების გამკლავების პროცესში. სამიტამდე ცოტა ხით ადრე ჩვენ ხელი მოვაწერეთ 60 მილიონი ევროს ოდენობის საგანეგებო დახმარების პაკეტს მოლდოვასთვის, როგორც იცით, მოლდოვა დგას გაზით მომარაგების მწვავე კრიზისის წინაშე და ამ პროგრამით ჩვენ ვეხმარებით გაზის მომატებული ტარების ყველაზე მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის შემცირებაში. და საბოლოოდ, ჩვენ ვისაუბრეთ თანამშროლობის გაღრმავებაზე ჩვენს პარტნიორებთან. დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი, მეტად ამბიციური ფაზა ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობაში, ახალი დღის წესრიგი, რომელიც დაგვეხმარება ერთობლივი სამუშაოს შესრულებაში გაჯანსაღებისა და რეფორმირების მიმართულებით, რომელიც მოიცავს მნიშვმელოვან ინვესტიციას. ჩვენი საერთო 300 მილიარდი ევროს გლობალური ინიციატივის ნაწილია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და შეიძლება გამოიყოს 17 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორებისთვის. არის ძალიან საინტერესო პროექტები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად მოლდოვა გახდეს მეტად ენერგო ეფექტური ან გაფაროვდეს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოს სოფლის ტიპის დასახლებებში. ჩვენ ვიწვევთ აღმოსავლეთ პარტნიორებს, რათა იმუშაონ ჩვენთან ერთად ახალი კავშირების შესაქმნელად,“- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა