ნათია თურნავა - პანდემიის პირობებში შევძელით და 11 თვეში მივაღწიეთ ექსპორტის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე ეს იყო პანდემიამდე

პანდემიის დროს, 11 თვეში მივაღწიეთ ექსპორტის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე, ეს იყო, მაგალითად, მთლიანად 2019 წელს, რომელიც, ყველა გაგებით, მიჩნეულია დადებით წლად ეკონომიკის, ტურიზმის, ექსპორტის განვითარების მიხედვით და ვამბობდით, რომ 2019-ში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, თუმცა, ახლა, 11 თვეში შევძელით ამ მაჩვენებლის გადალახვა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქართული ბიზნესის საექსპორტო დარგებზე, რომლებიც უშუალოდ ქმნის ქართული ეკონომიკის ზრდის დინამიკას, ამასთან, ამყარებს ეროვნულ ვალუტას საექსპორტო ამონაგების ქვეყანაში შემოტანის გზით და ასაქმებს ათასობით მოქალაქეს.

ნათია თურნავას თქმით, 2021 წლის თებერვლიდან საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რომლის შედეგად, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 27%-ით (805 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

მინისტრმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ბიზნესსექტორის ბრუნვაზე, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა, სტაბილური ბიზნესგარემოს ფონზე 2021 წლის სამ კვარტალში 34.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 35.3 %-ზე მეტია.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ, ისევე როგორც თითოეულმა ჩემმა კოლეგამ, შევიმუშავეთ და მოსახლეობას გავაცანით განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც კიდევ უფრო განჭვრეტადს ხდის როგორც ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას, ისე ბიზნესგარემოსაც. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომლის დანერგვის საშუალებასაც გვაძლევს მუდმივი სტრუქტურული რეფორმები და სტაბილურობა, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ნათია თურნავა - პანდემიის პირობებში შევძელით და 11 თვეში მივაღწიეთ ექსპორტის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე ეს იყო პანდემიამდე

პანდემიის დროს, 11 თვეში მივაღწიეთ ექსპორტის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე, ეს იყო, მაგალითად, მთლიანად 2019 წელს, რომელიც, ყველა გაგებით, მიჩნეულია დადებით წლად ეკონომიკის, ტურიზმის, ექსპორტის განვითარების მიხედვით და ვამბობდით, რომ 2019-ში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, თუმცა, ახლა, 11 თვეში შევძელით ამ მაჩვენებლის გადალახვა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქართული ბიზნესის საექსპორტო დარგებზე, რომლებიც უშუალოდ ქმნის ქართული ეკონომიკის ზრდის დინამიკას, ამასთან, ამყარებს ეროვნულ ვალუტას საექსპორტო ამონაგების ქვეყანაში შემოტანის გზით და ასაქმებს ათასობით მოქალაქეს.

ნათია თურნავას თქმით, 2021 წლის თებერვლიდან საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რომლის შედეგად, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 27%-ით (805 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

მინისტრმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ბიზნესსექტორის ბრუნვაზე, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა, სტაბილური ბიზნესგარემოს ფონზე 2021 წლის სამ კვარტალში 34.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 35.3 %-ზე მეტია.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ, ისევე როგორც თითოეულმა ჩემმა კოლეგამ, შევიმუშავეთ და მოსახლეობას გავაცანით განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც კიდევ უფრო განჭვრეტადს ხდის როგორც ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას, ისე ბიზნესგარემოსაც. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომლის დანერგვის საშუალებასაც გვაძლევს მუდმივი სტრუქტურული რეფორმები და სტაბილურობა, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის