ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება” იძახის, რა კარგია შერიგება და მეორე წინადადებიდან ზიზღის ფრქვევას იწყებს, „ნაცმოძრაობაც“ ანალოგს აკეთებს - ეს მაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ შეიძლება ამ საქმისგან არაფერი გამოვიდეს

როდესაც პირობას აყენებ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ერთ-ერთი გზა შეწყალებაა და პრეზიდენტს მოუწოდებ შეიწყალოს, შემდეგ კი შეხვედრაზე არ მოდიხარ და იძახი, რომ არ მინდა იქ ჩურჩხელაზე და ნაძვის ხეზე მივიდე, არასერიოზულია , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელისაშვილი დასძენს, ე.წ. შერიგებაზე თანხმობის მიღწევა გინდა, პირობები არ უნდა დააყენო და ზიზღი აღარ უნდა აფრქვიო.

„ „ქართულ ოცნებას“ თუ მოვუსმენთ, ისინი იძახიან, რომ რა კარგია შერიგება და მეორე წინადადებიდან იწყებენ ზიზღის ფრქვევას. „ნაციონალური მოძრაობაც“ ანალოგს აკეთებს. კარგია შერიგება, მაგრამ... და იწყებენ პირობების დაყენებას. თუ თანხმობის მიღწევა გინდა, პირობები არ უნდა დააყენო, ზიზღი აღარ უნდა აფრქვიო. ამით არიან დაკავებულები. აი ეს მაძლევს იმის ეჭვის საფუძველს, რომ შეიძლება ამ საქმისგან არაფერი გამოვიდეს. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს სამართლებრივი გზით, გაიმართლოს თავი, ღვთის წყალობით, მარტო მურუსიძის სასამართლოს იმედზე არ ვართ, ვართ სტრასბურგის სასამართლოს იმედზე, რომლის გადაწყვეტილებებში ეჭვი არ შეგვაქვს, გაიმართლოს თავი სტრასბურგის სასამართლოში.

როდესაც პირობას აყენებ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ერთ-ერთი გზა შეწყალებაა და პრეზიდენტს მოუწოდებ შეიწყალოს, შემდეგ შეხვედრაზე არ მოდიხარ, იძახი, რომ არ მინდა იქ ჩურჩხელაზე და ნაძვის ხეზე მივიდე, ეს არ არის სერიოზული. ეს არის შეურაცხყოფა და არასერიოზული. ქუჩიდან ითხოვდე გაათავისუფლოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეწყალების გზით და თან აბუჩად იგდებ ამ პროცესს, არ გამოდის“, - აღნიშნავს ელისაშვილი.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ეროვნული თანხმობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„სულ რაც მინდოდა მომესმინა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტებისგან, ის მოვისმინე, რომ ეროვნული თანხმობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამისთვის კი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ეტყობა სალომე ზურაბიშვილს, რომ ამაზე ბევრი უფიქრია და უნდა, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას ეროვნული თანხმობისთვის. რა ვქნა, ვიტოვებ უფლებას სკეპტიკური ვიყო, ვიტოვებ უფლებას, რომ ვფიქრობდე ამ საკითხიდან არაფერი გამოვიდეს, მაგრამ პირობა მივეცი სალომე ზურაბიშვილს, რომ მეც და ჩვენი პარტიაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროცესს დავეხმაროთ“,- აღნიშნავს ელისაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა