ეკატერინე ტიკარაძე - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტის სრული ინტეგრაცია განხორციელდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტის სრული ინტეგრაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა

მინისტრის განმარტებით, ელექტრონული რეცეპტების გამოყენებით დაფინანსების ახალი მექანიზმი შეიქმნა, გაიზარდა მედიკამენტების ნუსხა და ხელმისაწვდომობა.

„დღეს ქრონიკული დაავადების მქონე პირთა რაოდენობა 200 000-ს აღემატება. ბენეფიციარებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდა პროგრამით სარგებლობა და შესაბამისად, 2021 წელს პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან დახარჯულმა თანხამ 25 მილიონს მიღწია, მაშინ როცა 2019 წელს მხოლოდ 7 მილიონი იხარჯებოდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025