ვანო მაჭავარიანი - ვშიშობ, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან განცხადება განცხადებისთვის გაკეთდა - ეს უფრო საშობაო და საახალწლო სურვილებს ჰგავს, რომელსაც არასერიოზული სახე აქვს

ვშიშობ, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან განცხადება განცხადებისთვის გაკეთდა. რაიმე ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს. ქალბატონ პრეზიდენტს რომ დაეწყო ეს პროცესი, შეხვედრები უკვე უნდა მიმდინარეობდეს, - ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკურ პარტიებთან საახალწლო მიღებაზე გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია შედგეს კონსენსუსის პლატფორმა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ზრდასრული, 30 წლის სახელმწიფოა, ამიტომ, დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე.

როგორც ვანო მაჭავარიანმა აღნიშნა, იმისათვის, რომ პრეზიდენტის ინიციატივას შედეგი ჰქონდეს, კულუარებს მიღმა მას პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ეს პროცესი უკვე დაწყებული უნდა ჰქონოდა.

„მისი წარმომადგენლები პოლიტიკოსებს უკვე უნდა შეხვედროდნენ. წინასწარი მონახაზები და ფორმულირებები უნდა ყოფილიყო. ასევე, უნდა გვქონოდა მხარეების მზაობა - იქნება ეს ოპოზიცია, „ქართული ოცნება“ თუ პროცესში ჩართული სხვა მხარეები.

ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომელმაც დიპლომატიაში კარიერა გაიკეთა, ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერ შეთანხმებაზე, საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურზე, ყოველთვის არის წინასწარ სამუშაო შეხვედრები, საფუძვლის მომზადება და ამის შემდეგ ხდება დეკლარირება. მხოლოდ ამის შემდეგ არის საჭირო განცხადება, რათა ქართველმა ამომრჩეველმა პოლიტიკური ინსტიტუტების და პოლიტიკოსების მხრიდან კიდევ ერთი იმედგაცრუება არ მიიღოს. სამწუხაროდ, თუ ეს არ არის გაკეთებული, ეს არის უბრალოდ თვალებში ნაცრის შეყრა და არასერიოზულობა, რადგან ქალბატონი სალომეს სიტყვამდე თუ ეს პროცესი მომზადებული არ აქვს, პოლიტიკურ მოთამაშეებში არანაირი სიმძიმე არ გააჩნია.

თუ აქამდე არ არის ჩატარებული წინასწარი სამუშაო კულუარული და არაფორმალური სამუშაოები, თუ არ უმუშავიათ მხარეების მზაობაზე, ფორმულირებაზე, კონკრეტულ მოდულებზე გასვლაზე, წარმომადგენლების შეთანხმებაზე, ეს უფრო საშობაო და საახალწლო სურვილებს ჰგავს, რომელსაც არასერიოზული სახე აქვს. თუ ეს მომზადებული არ არის, პრეზიდენტის აღნიშნული განცხადებები იმედგაცრუების გარდა არაფერს გამოიწვევს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა