მამუკა მდინარაძე - დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან "ქართული ოცნება" შერიგებას არ აპირებს და ეს მიდგომა არ გადაიხედება არასდროს

დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან "ქართული ოცნება" შერიგებას არ აპირებს და ეს მიდგომა არ გადაიხედება არასდროს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ შერიგება პარლამენტში შემოსვლას და კონსტრუქციულ მუშაობას ჰქვია, მაშინ შეუძლია ოპოზიციას მივიდეს და საქმე აკეთოს.

"მოვიდნენ, იმუშაონ, საქმე გააკეთონ. კონსტრუქციულობა უნდათ, სწორი დამოკიდებულება უნდათ?! - ჩვენ ასე ვიქცევით და ასევე მოიქცნენ ისინი. საქმეზე პარლამენტში არცერთი მათგანი არ შემოდის, აქციებს აანონსებენ, ყოველდღიურად მათი ტელევიზიები ათასგვარ სიბინძურეს აბრალებენ უამრავ ადამიანს და ამ ფონზე შერიგებაზე როცა ლაპარაკობენ, ეს არის მათი მხრიდან მხოლოდ პიარული სვლა, რომელიც ემსახურება ერთადერთს, რომ თითქოს ისინი არიან ძალიან დიდსულოვნები და აქეთ ვდგავართ ისინი, ვისაც თურმე ეროვნული შერიგება არ გვდომებია. ისეთი მესიჯი დააჰედლაინეს - როგორ ეროვნული შერიგების წინააღმდეგი ხართ თქვენ? მაგრამ შეგნებულად ვიმეორებ: დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებასთან არ ვაპირებთ და ამ ბოროტებას წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, შეიძლება ყველა არა და ზოგიერთს შეიძლება გულში ან ტვინში გაკრა რაღაც კეთილშობილურმა იდეამ, მოინანია რაღაც დანაშაული. მოინანიონ, დანაშაულს თავის სახელი დაარქვან და მერე ვილაპარაკოთ არა შერიგებაზე, არამედ კონსტრუქციულობაზე და იმაზე, როგორ გავაგრძელოთ საქმის კეთება ხალხის საკეთილდღეოდ. თუ შერიგება გულისხმობს დამნაშავის ციხიდან გამოშვებას, შეგუებას გაუპატიურებასთან, ასეთ წარსულთან, სიბნელესთან, იმასთან, რომ რუსული საქმე აკეთოს ვიღაცამ და შენ გეძახოს რუსეთუმე, ბოროტებას რომ წარმოდგენს და შენ გეძახოს ბოროტი, ბიუჯეტის ფულს რომ იპარავდნენ და შენ გეძახოს ბიუჯეტის ქურდი - ამას თუ ეძახიან შერიგებას, შერიგება ვერ მოხდება. თუ შერიგებას ეძახიან იმას, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, საქმეზე ილაპარაკონ, ეს ლანძღვა - გინება დამთავრდეს და დილას თქვენ რომ მოიტანთ ამბავს სააკაშვილმა 600 გრამი ჭამა და არა 800- იო ჩვენ გიმტკიცოთ, ამაზე მუდმივი სულელური დისკუსია თუ არ უნდა გავმართოთ, ასეთი შერიგება კი ბატონო", - განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა