ამირან გამყრელიძე - რა ინფორმაციასაც მაძლევენ, ყველა საკვები ობიექტი აღარ ითხოვს „მწვანე პასპორტს“ - საჭიროა აღსრულების გამკაცრება

რასაც მე ინფორმაციას მაძლევენ, იმ საკვებ ობიექტებში, სადაც ადამიანები შედიან, ყველა აღარ ითხოვს „მწვანე პასპორტს“. ამ მიმართულებით საჭიროა აღსრულების გამკაცრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ამასთანავე, არსებობს დაწესებულებები, სადაც „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებულ რეგულაციას ნამდვილად იცავენ.

„ზოგი ითხოვს და ეს მეც გამოვცადე. ერთ-ორ ადგილას სპეციალურად შევედი და რამდენიმე ორგანიზაციაში მომთხოვეს, რაც კარგია, მაგრამ ზოგ ადგილას უკვე აღარ ითხოვენ და ყურადღება მოდუნდა. სულ უფრო და უფრო მეტი შემოძახილი და გამკაცრება გვჭირდება, პირველ რიგში - „მწვანე პასპორტის“ აღსრულების, პირბადის ტარების და სხვა საკითხების გარშემო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე უმთავრესია იმ შეზღუდვების აღსრულება, რაც დაწესებულია.

„ჯერჯერობით, რამე სერიოზულ შეზღუდვაზე რეკომენდაცია არ გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენივე რეკომენდაციები არის ტესტირების სისტემის გამკაცრებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს