სოზარ სუბარის განცხადებით, პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრისას ე.წ შერიგების საკითხზე არ უსაუბრიათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრისას „ქართული ოცნების“ წევრებს ე.წ შერიგების საკითხზე არ უსაუბრიათ.როგორც სუბარმა აღნიშნა, წინასაახალწლო შეხვედრის ფორმატი უფრო იყო ვიდრე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული.

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგი პროცესი დაიწყო, კერძოდ შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან, პოლიტიკოსებთან და არამხოლოდ. ეს არ არის რაღაც კონკრეტული შერიგების და ასეთი ფორმატის შეხვედრები. შეხვედრების მიზანია ზოგად ჩვენს საზოგადოებაში არსებობდეს უფრო ფართო კონსენსუსი და ყველას ყველასთან შეგვეძლოს დიალოგი. წინასაახალწლო შეხვედრის ფორმატი უფრო იყო, ვიდრე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ფორმატია და ფაქტია, რომ პრეზიდენტი და პრეზიდენტის სასახლე გახდეს ერთგვარი საზოგადოების მიზიდულობის ცენტრი. ცენტრალი ფიგურა ამ თვალსაზრისით ქვეყანაში სწორედ პრეზიდენტია. შეხვედრაზე 3 ქალი მერი იყო წარმოდგენილი, ვსაუბრობდით რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

რამდენიმე დღის წინ თავად თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომ სიტყვა „შერიგებას“ არჩევს „ეროვნული თანხმობის“ მიღწევას, ალბათ უფრო სწორი ტერმინია ვიდრე შერიგება ვიღაცებს შორის. დღეს ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი. დღეს ვისაუბრეთ ზოგადად პოლიტიკაზე, რეგიონში არსებულ პრობლემებზე და პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერებაზე.

სანამ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, მაშინაც დარწმუნებული ვიყავი და დღეს კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რომ ეს არის ადამიანი უზარმაზარი გამოცდილებით და რომელსაც ზუსტადაც შესწევს ძალა, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის ფასილიტატორი და წარმმართველი იყოს“, - განაცხადა სუბარმა.სუბარის გარდა პრეზიდენტთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ნინო წილოსანი იმყოფებოდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო