გიგი უგულავა - ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ პროცესს, რომელიც პრეზიდენტმა წამოიწყო, პარალელურად, საპროტესტო მოძრაობა არის ის მუხტი, რომელიც არ მისცემს უფლებას „ქართულ ოცნებას“, ეს პროცესი მიაფუჩეჩოს

მინდა მიხეილ სააკაშვილს ადამიანური გამძლეობა ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გათავისუფლდება და ქვეყნის განვითარებაში მიიღებს არსებით მონაწილეობას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია ყველანაირად უჭერს მხარს შერიგების პროცესს, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წამოიწყო და საპროტესტო აქციები არის ის მუხტი, რომელიც "არ მისცემს უფლებას "ქართულ ოცნებას” ეს პროცესი მიაფუჩეჩოს".

„მინდა მივულოცო მიხეილ სააკაშვილს და ნიკა მელიას დაბადების დღე. მე, როგორც ყოფილმა პატიმარმა, ვიცი როგორი გამამხნევებელია, როდესაც შენი თანამებრძოლები მოვლენ და შეძახილებით გაგამხნევებენ. პირველ რიგში მინდა მიხეილ სააკაშვილს ადამიანური გამძლეობა ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე იქნება თავისუფალი და ქვეყნის განვითარებაში მიიღებს არსებით მონაწილეობას.

კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარებული აქციები არის უფლება და პატრიოტი ადამიანების მოვალეობა. ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ იმ პროცესს, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წამოიწყო, პარალელურად, საპროტესტო მოძრაობა არის ის მუხტი, რომელიც არ მისცემს უფლებას "ქართულ ოცნებას” ეს პროცესი მიაფუჩეჩოს, ცდილობენ ზურგი შეაქციონ სალომე ზურაბიშვილს და "მიჯირყვნონ” ეს პროცესი, რის უფლებასაც არ მივცემთ. ჩვენ უნდა გავხდეთ ქვეყანა, სადაც აღარ იქნება პოლიტიკური დევნა და მიხეილ სააკაშვილიც გათავისუფლდება”, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა