ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველდღიურად, 60 წელს ზემოთ 2500 ადამიანი იცრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველდღიურად, 60 წელს ზემოთ 2500 ადამიანი იცრება.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 9 ნოემბრიდან-დღემდე, ჯამში, 60 წელს ზემოთ 103 ათასი მოქალაქეა აცრილი.

„60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის წახალისების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, მომართვიანობამ იმატა. მომატებულია, ზოგადად, ამ წლოვანების ადამიანების მეორადი მიმართვაც. ჯერჯერობით, ეს მონაცემი დაზუსტებული არ არის, თუმცა, ყოველდღიურ აცრებში უკვე ჭარბობს მეორადი მიმართვა, რომელიც სწორედ ძირითადად ამ ასაკზე მოდის. ზოგადად, 9 ნოემბრიდან - დღემდე ამ ასაკის 103 ათასი ადამიანია აცრილი. ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი არის დაახლოებით 2500-ის ფარგლებში, ეს 5-6 ჯერ მეტია, ვიდრე ოქტომბერში იყო, მეტია ასევე, ვიდრე სექტემბერი იყო და ჩამორჩება აგვისტოს, როცა გვქონდა მაღალი აცრების მაჩვენებელი,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება იმას, გაგრძელდება თუ არა ლატარია, რომელიც, ასევე ვაქცინაციის წამახალისებლად დაიწყო, გამყრელიძის თქმით, ჯერ უნდა შეჯამდეს შედეგები და შემდეგ გადაწყდეს მისი გაგრძელება - არ გაგრძელების საკითხი.

„ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ამას საკოორდინაციო საბჭო წყვეტს. როცა შეჯამდება საკოორდინაციო საბჭოზე რა მოგვცა 200 -ლარიანმა წახალისებამ, ე.წ. „მწვანე პასპორტმა“, ლატარიამ და ა.შ. მერე გადაწყდება მისი გაგრძელება - არ გაგრძელების საკითხი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: გამყრელიძის თქმით, ყოველდღიურად 60 წელს ზემოთ 2500 ადამიანი იცრება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს