აკაკი ბობოხიძე - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ვაპირებთ - არაფერი შესარიგებელი არ მჭირს კობახიძესთან, არც მდინარაძესთან, არც ივანიშვილთან

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ვაპირებთ და ჩვენ მას ერთი ელემენტარული შეკითხვა უნდა დავუსვათ, სანამ ახალ პროცესს დავიწყებთ, როგორ უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტი?!, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გავიდა. შესაბამისად, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, სანამ ახალი პროცესი დაიწყება, მნიშვნელოვანია საკითხი, როგორ უნდა აიძულონ „ქართული ოცნება“ შეასრულოს ეს შეთანხმება.

„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ გავიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან, ის არ აპირებს ამ შეთანხმების შესრულებას. ამიტომ, ჩვენი ყველას ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ამისკენ.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ვაპირებთ და ჩვენ მას ერთი ელემენტარული შეკითხვა უნდა დავუსვათ, სანამ ახალ პროცესს დავიწყებთ, სალომე ზურაბიშვილს როგორ წარმოუდგენია იმ ჯერჯერობით მოქმედ ხელშეკრულების აღსრულების მექანიზმებზე ნაბიჯები, რომელიც მოქმედებს შარლ მიშელის დოკუმენტზე? ქალბატონმა სალომემ, დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა და ჩვენმა პარტნიორებმა როგორ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტი?!“ , - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

რაც შეეხება შერიგების საკითხს, მისი თქმით, თავად შესარიგებელი არავისთან არაფერი სჭირს.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, მას სურს ქვეყანაში ტარდებოდეს სამართლიანი არჩევნები, რასაც, მისი შეფასებით, შერიგება არ სჭირდება.

„ზოგადად მიმაჩნია, რომ არანაირი ე.წ. შერიგების პროცესი საქართველოში ვერ მოხდება, რადგან შერიგება არ არსებობს, კეთილი ნების გარეშე. გარდა ამისა, ვერ წარმომიდგენია, რა შერიგებაზე ვლაპარაკობთ?! - მე არაფერი შესარიგებელი კობახიძესთან არ მჭირს, არც მდინარაძესთან, არც ბიძინა ივანიშვილთან და არც არავისთან ამ ქვეყანაზე. მინდა, რომ საქართველოში ტარდებოდეს გაუყალბებელი არჩევნები და ხელისუფლებაში მოდიოდეს იმ პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხი უჭერს მხარს და ამას შერიგება არ სჭირდება“, - აღნიშნა ბობოხიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს