გიგა ბოკერია შიმშილობის აქციაზე - კარგ შემთხვევაში ეს არის: „შედეგს ვერ ვდებ, რაღაც უნდა ვქნა“, უარეს შემთხვევაში კი დროის გაყვანა, რომ არავინ დაგესხას თავს, რატომ არაფერი გააკეთე ლიდერის გადასარჩენად

შეიძლება იყოს ლოკალური ვითარება, როცა მეტ-ნაკლებად რაციონალურად გამოიყურება შიმშილობა, მაგრამ მაშინაც პრინციპულად წინააღმდეგი ვარ პროტესტის ამ ფორმის. მაშინაც წინააღმდეგი ვარ, როდესაც ნებისმიერი ადამიანი მარტო შიმშილობს - მაგალითად, როდესაც შიმშილობდა ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, როგორც მორალური, ისე პრაგმატული თვალსაზრისით ის პროტესტის ამ ფორმის წინააღმდეგია.

„ყოფილა ვითარება, როდესაც რეპრესირებული ადამიანები იმ ტიპის ფუნდამენტურ ამბავს ითხოვდნენ, რომ ამან შეიძლება ეფექტი გამოიღოს საერთაშორისო ზეწოლის გამოყენებით. „დამიჭირეს. გამათავისუფლე, თორემ ვიშიმშილებ“ - ეს არასერიოზულიც კი არის. ლიდერების მხრიდან ეს არის უბრალოდ დროის გაყვანა. კარგ შემთხვევაში ეს არის სასოწარკვეთისგან რომ „შედეგს ვერ ვდებ, რაღაც უნდა ვქნა“, ხოლო უარეს შემთხვევაში - არა თავის მოტყუება, არამედ დროის გაყვანა, რომ არავინ დაგესხას თავს იმ მოტივით, რატომ არაფერი გააკეთე ლიდერის გადასარჩენად.

ავტორიტარულ რეჟიმთან მიმართებით შიმშილობა გაუმართლებელი რისკია და არ მოაქვს შედეგი. იმედი მაქვს, ყველა ის ადამიანი, ვინც გულწრფელად შიმშილობს, რაღაც მომენტში შეწყვეტს შიმშილობას და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება. პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც აქამდე მიიყვანა საქმე, ხან ერთს ამბობდა, ხან მეორეს, მაგრამ შუალედებში სწორსაც საუბრობდა ხოლმე, მაგრამ საკუთარი პარტიის შიგნით წნეხს ვერ უძლებდა, რაღაც არ დამაბრალონო და თვითონ აჰყვებოდა ამ თამაშში, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ მძიმე შეცდომებისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

„თუ გავიხსენებთ რა ტიპის განცხადებები კეთდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან ამ პერიოდის განმავლობაში, ისინი ურთიერთგამომრიცხავია. გუშინწინ ნათქვამი სრულიად ეწინააღმდეგება გუშინ ნათქვამს, ხოლო დღევანდელი გუშინდელს, ხვალ ისევ სხვა იქნება. ვგულისხმობ მელიას განცხადებებს - მან თავიდან თქვა, რომ არჩევნები გაუქმდა და არაფერს აქვს აზრი, ახლა ვიწყებთ პროტესტს და ქუჩაში რომ გავალთ, სახლში აღარ დავბრუნდებითო. მერე თქვა, რომ წლის ბოლომდე დავასრულებთ რეჟიმსო - ეს პირობა მოგვცა. მერე თქვა, აქციის შემდეგ ცოცხალი აღარ შევალ სახლშიო, თუმცა შუაში თქვა რაციონალური რამ - აღნიშნა, რომ არ არის ისეთი რეალობა, თავი რამდენიც არ უნდა მოვიტყუოთო, მაგრამ ახლა ვერ მოხდება ცვლილება და სამწუხაროდ, გრძელვადიანი ბრძოლა იქნებაო. არ მინდა სპეკულირება, მაგრამ ყველამ საჯაროდ ვიცით, რომ მათ შიგნით არის რაღაც ჯგუფი, რომელიც ამათ აბსურდულ ბრალდებებს ესვრის, თითქოს სააკაშვილი გაყიდეს და არ აინტერესებთ. თავად მელია და თავდასხმის ობიექტებიც ამ რიტორიკით იყვნენ თავის დროზე და ეს გრძელდება ახლაც. ეს არ იქნებოდა ჩემი საქმე, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არ ყოფილიყო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია.

ადრეც გამოუშვიათ ვიღაცები ციხიდან, ოღონდ ამან ქვეყანა ჩიხიდან ხომ არ გამოიყვანა. ეს მოხდა იმიტომ, რომ მოდუსი არ შეცვლილა. ივანიშვილის რეჟიმი არც სუს-ზე აპირებს უარესი თქმას, არც პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, სასამართლოს კონტროლსა და მოძალადე ჯგუფებზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

მან ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგჯერ ისინი ისე არ ხედავენ ყველაფერს, როგორც საქართველოში რეალურად ხდება.

„ყოველთვის, როდესაც ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვამბობთ, რომ პარტნიორები რაღაცაში არ ვეთანხმებით, „ნაბან წყალს“ კი არ უნდა გავაყოლოთ. ისინი საქართველოს პარტნიორები და მეგობრები არიან. ზოგიერთ პოლიტიკოსს ერევა ხოლმე და ისინი ექსტრემისტულ პოზიციაზე იწყებენ პარტნიორების ლანძღვას, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. ეს თავისუფალი სამყაროა, რომელიც ყოველთვის ჩვენი მოკავშირეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ისე ხედავენ ყველაფერს, როგორც ჩვენ და როგორც საჭიროა. ოღონდ ამის გამო მტერი და მოყვარე არ უნდა აგვერიოს“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა