პროკურორი - არის მყარი მტკიცებულებები, რომ პირადად სააკაშვილთან შეთანხმებით და მისი ინიცირებით მოხდა ყველა სადამსჯელო ღონისძიება, რასაც ადგილი ჰქონდა 7 ნოემბერს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, 7 ნოემბერს, აქციის დარბევისას სააკაშვილს უწყვეტი სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან.

პროკურორის თქმითვე, ყოფილ პრეზიდენტს სატელეფონო კავშირი სხვა მაღალჩინოსნებთანაც ჰქონდა. ამასთან, წიკლაური აცხადებს, რომ მყარი მტკიცებულებებით დასტურდება ის ფაქტიც, რომ 7 ნოემბერს, პირადად სააკაშვილთან შეთანხმებით მოხდა ყველა სადამსჯელო ღონისძიება.

„მთელი დღის მანძილზე, 7 ნოემბერს, როცა ეს სადამსჯელო ღონისძიება ტარდებოდა, მიხეილ სააკაშვილს უწყვეტად, სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, როგორც ვანო მერაბიშვილთან, ისე სხვა ძალოვნებთან. ის უწყვეტად იყო საქმის კურსში და თუ მან არაფერი იცოდა, „იმედის“ დარბევა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა და როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ არაფერი იცოდა და არაფერი დაგეგმილა.

ათეულობით სატელეფონო კომუნიკაციაა განხორციელებული, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი მტკიცებულებები, რომ პირადად სააკაშვილთან შეთანხმებით და მისი ინიცირებით მოხდა ყველა სადამსჯელო ღონისძიება, რასაც ადგილი ჰქონდა 7 ნოემბერს. ყველა ეს მტკიცებულება საქმეშია, მათ შორის, ძალადობის ვიდეოკადრებია საქმეში და როცა პასუხებს ველოდებით, ჯანმრთელობის მომიზეზებით ბრალდებული სააკაშვილი მონაწილეობას არ იღებს განხილვაში.

როცა ძალადობის კადრებს ვუყურებთ, როგორ არბევენ მოსახლეობას, ადვოკატები იმასაც ამბობენ, რომ აქ დანაშაული არ არის. ადვოკატები თეთრზე შავს გვიმტკიცებენ, ფაქტი სხვა არის. მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა ძალადობის ორგანიზატორები მათზე დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის. დაჯილდოების საფუძველი პირდაპირ წერია დოკუმენტებში, რომ ძალოვანების კონკრეტულ ხელმძღვანელებს შესწევთ უნარი დარაზმონ პირადი შემადგენლობა დავალების შესასრულებლად, დავალება რაც იყო, დღეს ვიხილეთ კადრებში - მშვიდობიანი მოსახლეობის ცემა ხელკეტებით.

დაცვის მხარე რომ მიუთითებს, დანაშაული არ დასტურდებაო, რას ელოდებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელკეტით ვიხილავდით ვიდეოკადრებში? მიხეილ სააკაშვილი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, მისი დავალება სადამსჯელო ღონისძიებაზე შეასრულეს სამართალდამცავებმა და ეს ჩანს კადრებზე. დაცვის მხარე კი ამბობს ერთს, მაგრამ ფაქტია მეორე, რომ 7 ნოემბერს ჩადენილია უმძიმესი, სისტემური დანაშაული და დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს“, - განაცხადა წიკლაურმა.

კითხვაზე, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ნინო ბურჯანაძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, პროკურორი აცხადებს, რომ „ეს ჩვენება საქმეში მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას ადასტურებს“.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ