იაგო ხვიჩია - იმის იმედი, რომ "ქართული ოცნება" ნერვიულობით მოკვდება, “ნაცები" კახეთის გზატკეცილზე თუ იშიმშილებენ, არის მთავარი პრობლემა და არასწორი რწმენა

იმის იმედი, რომ "ქართული ოცნება" ნერვიულობით მოკვდება, “ნაცები" კახეთის გზატკეცილზე თუ იშიმშილებენ, არის მთავარი პრობლემა და არასწორი რწმენა, რაც ამ პროცესს საფუძვლად უდევს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროცესს შეიძლება ბევრნაირი შედეგი ჰქონდეს.

"შიმშილობა არ არის სადმე შევარდნა და ძალადობრივი აქტი, ამიტომ იმის თქმა, რომ ის ხელს უშლის მშვიდობიან პროცესს, ასე არ არის. ამ თვალსაზრისით, მას ნაკლები პრობლემა გააჩნია, უბრალოდ, რაციონალურად, იმ იმედით, რომ "ქართული ოცნება" ნერვიულობით მოკვდება „ნაცები“ კახეთის გზატკეცილზე თუ იშიმშილებენ, ეს არის მთავარი პრობლემა და არასწორი რწმენა, რაც ამ პროცესს საფუძვლად უდევს. შედეგი შეიძლება ჰქონდეს ბევრნაირი, უბრალოდ მიშა სააკაშვილის გათავისუფლება იქნება ეს თუ შიმშილობის ინიციატორების რეპუტაციის მეტად დაზიანება, ეს სხვა საკითხია”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიამ ასევე ისაუბრა პრეზიდენტის ინიციატივაზე და აღნიშნა, რომ ჯერ მნიშვნელოვანია დაზუსტება, ვინ რას გულისხმობს ეროვნულ თანხმობაში. ამასთან, მისივე მოსაზრებით, ეროვნული შეთანხმება დაპირისპირების დამთავრებას გულისხმობს.

"პრეზიდენტსაც ჩხუბის დამთავრებად ესმის ეროვნული თანხმობა, უბრალოდ, მას არ აქვს იმედი, რომ პოლიტიკოსებს შეარიგებს, რაც შარლ მიშელმა და დანიელსონმა ვერ შეძლო. ვერ გეტყვით, მიზანს რამდენად მიღწევს, მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო. რთულია საუბარი, ვის რა ინტერესი აქვს, მე მხოლოდ პრეზიდენტს შევხვდი. ხელისუფლება საჯაროდ რასაც გამოხატავს იმას ამბობს, კოლეგა ოპოზიციონერები არ მელაპარაკებიან, პარლამენტში ცივილური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, მაგრამ „ქოცებთან“ შეხვედრაზე ჩვენგან მალულად იპარებიან”, - განაცხადა ხვიაჩიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო