World Vision საქართველოს მხარდჭერით, 15 ახალგაზრდული საბჭოს წევრი გაცვლითი ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

World Vision საქართველოს მხარდაჭერით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბაღდათის, ხობისა და ზუგდიდის ახალგაზრდული საბჭოს 15 წევრი გერმანიაში იმყოფებოდა.

როგორც World Vision საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ახალგაზრდების მონაწილეობასა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე ორიენტირებული აქტივობები, მათ შორის სესიები დაეთმო ფორმალურ და არაფორმალური განათლების მნიშვნელობას და გერმანიის წარმატებული მაგალითების გაზიარებას. გაიმართა კულტურული ღონისძიებები, სადაც მონაწლიეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გერმანული და ქართული კულტურა, ფოლკლორი და სამზარეულო. ბანაკი გაჯერებული იყო საინტერესო და სახალისო გუნდური აქტივობებით.

ბანაკს უძღვებოდნენ გამოცდილი გერმანელი ტრენერები, რომლებიც ახალგაზრდული მუშაკები არიან და წარმატებით ახორციელებენ ახალგაზრდულ ინიციატივებს გერმანიაში.

აღნიშნული ვიზიტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაიგეგმა პროექტის ძლიერი კომპეტენციები ნათელი მომავლისთვის ფარგლებში. ვიზიტი დაფინანსდა World Vision საქართველოს, ახალგაზრდული ასოციაცია დრონისა და პარტნიორი გერმანული ორგანიზაცია “East West East”- ის მიერ.

დღემდე პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამი ახალგაზრდული საბჭო, რომელიც 60-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს. საბჭოს საქმიანობის ფარგლებში მონაწილეები გადამზადდნენ ახალგაზრდების მონაწილეობის, პროექტების წერისა და მართვის მიმართულებით. ასევე, დაიწყეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა ახალგაზრდების ინიციატივების გაცნობისა და მხარდაჭერისთვის.

„სიტყვებით რთულია იმ ემოციების გადმოცემა , რაც გერმანიაში სასწავლო ვიზიტის შემდეგ დამრჩა, ვიცი, რომ მივიღე უდიდესი გამოცდილება და ცოდნა , რაც დამეხმარება შემდგომ უფრო ეფექტურად ვიმუშაო , როგორც ახალგაზრდებთან ასევე ადგილობრივ თვითმართველობასთან . ამისთვის მადლობა World Vision საქართველოსა და ახალგაზრდულ სათათბიროს,” - განაცხადა ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარემ ილია ფიფიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა