გურამ მაჭარაშვილი - კახა კუჭავას სურვილები და იდეები ჰქონდა რაღაც პროექტთან დაკავშირებით - ოპოზიცია ყოველთვის ეძებს ტრაგედიას, მაგრამ ეს ასე არ არის

ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტიდან კახა კუჭავა იყო კომიტეტის თავმჯდომარე საკმაოდ წარმატებულად და თავისი სურვილები და იდეები ჰქონდა რაღაც პროექტთან დაკავშირებით - მისი გადასაწყვეტია როდის გაამჟღავნებს, როდის გააკეთებს პრეზენტაციას და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კახა კუჭავას გადადგომის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებით პოლიტიკური პროცესი არ დაზიანდება.

„ბუნებრივია, პარლამენტის თავმჯდომარეც ადამიანია, პოლიტიკოსია, მაგრამ ადამიანია, თავისი პროფესია უყვარს, თავისი ხედვები აქვს და ა.შ. როგორც ჩანს, ჩათვალა საჭიროდ და თავისი რესურსი უფრო მეტად დაინახა ახლა ამ მიმართულებით და გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო.

ოპოზიცია ყოველთვის ეძებს რაღაც ტრაგედიას, უბედურებას, რომ როგორმე რაღაც უბედურება დაანახოს საზოგადოებას, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ ცვლილებით რა შეიძლება რომ მოხდეს ისეთი, რომ სადმე რამე დაზიანდეს? - არაფერი აბსოლუტურად. პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი კახა კუჭავამ დატოვა. მისი განცხადებით, ის რჩება გუნდში და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში. "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი წარადგინა.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კახა კუჭავა "იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე", რის შესახებაც ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს